დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"მრცხვენია ფსიქიატრების დუმილის გამო... მერე არ აღმოჩნდეს, რომ სულით ავადმყოფი გავასამართლეთ...." 02.12.2021 14:36

კაცი სერიოზულადაა აცდენილი რეალობას, - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი.



"სახელმწიფოებრივად ვაი, რა ძნელი საყურებელი და მოსასმენია! პრიმიტივიზმი, პოპულიზმი, უაზრობა, სიგოიმე, სიქაჯე, სიშლეგე, უკრიტიკობა, "მე", "ჩემი", "ჩემი", "მე"!!! აი, ვინ თამაშობდა ადამიანების ბედისწერით!


გუანტანამოს ციხის წამების მსხვერპლებს შეადარა ყოვლად აღმატებული, საკუთარი თავი! ვაიიიიიიიი!


მრცხვენია ფსიქიატრების დუმილის გამო. ფსიქოლოგებისაც.


მერე არ აღმოჩნდეს, რომ სულით ავადმყოფი გავასამართლეთ..." - წერს  მაია ნიკოლეიშვილი.

 

ცნობისთვის, თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პროცესი იმართება. თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ