დღე: 28

ღამე: 15

USD 2.7215

EUR 3.2155

"ისეთი მგზნებარებით ეტაკა ოპოზიცია საკრებულოთა პირველ სხდომებს, როგორადაც ნაშიმშილები კაცი ნანატრ ხაშლამას" 03.12.2021 12:53

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში საკრებულოს პირველი სხდომის გამართვას ეხმაურება:

 

"რა ახალ საპარლამენტო არჩევნებსა და ხელისუფლების შეცვლაზეა საუბარი დღეს ისეთი მგზნებარებით ეტაკა ოპოზიცია მათ მიერვე გაყალბებულად გამოცხადებული არჩევნებით შემდგარ საკრებულოთა პირველ სხდომებს, როგორადაც ნაშიმშილები კაცი ნანატრ ხაშლამას.


ქვეყანა გაყიდული და მიგდებულია. ყოჩაღ ე.წ ამომრჩევლებო. ვაი თქვენს პატრონს და ყველა ჩვენს პატრონს ერთობლივად," - წერს შალვა ნათელაშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge