დღე: 32

ღამე: 19

USD 2.7174

EUR 3.1875

"როგორც სააკაშვილს სჩვევია, “ხელშეკრულება” დაარღვია და ივანიშვილს ხაშის ჭამის დროს გამოეცხადა"- ნათელაშვილი 04.12.2021 01:43

ეს თამაში წლების მანძილზე შეთანხმებული იყო, ოღონდ იმ პირობით, რომ სააკაშვილი აქ არ უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ სააკაშვილმა ეს ხელშეკრულება დაარღვია.  ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში  განაცხადა.

 

ნათელაშვილის განცხადებით, შეთანხმებულები იყვნენ, რომ ჩვენ ვიქნებით მთავარი ძალა, თქვენ იყავით მთავარი ოპოზიციაო და ამიტომ დაირქვეს მთავარი ოპოზიცია და მთავარი ტელევიზია.

“ეს თამაში წლების მანძილზე შეთანხმებული იყო, ოღონდ იმ პირობით, რომ სააკაშვილი აქ არ უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ როგორც სააკაშვილს სჩვევია ეს ხელშეკრულება დაარღვია და ივანიშვილს ხაშის ჭამის დროს გამოეცხადა დილაადრიან, ეს არის მთელი უთანხმოება, თორემ დანარჩენში შეთანხმებულები იყვნენ, რომ ჩვენ ვიქნებით მთავარი ძალა, თქვენ იყავით მთავარი ოპოზიცია. ამიტომ დაირქვეს: მთავარი ოპოზიცია, მთავარი ტელევიზია, მთავარი, მთავარი… ყველაფერი მთავარი.

რა მთავარი, ორივემ ერთად დაანგრია ქვეყანა, ვარდების რევოლუცია ორივემ ერთად მოაწყო, სხვათა შორის პუტინის დავალებით აფინანსებდა ივანიშვილი ამ რევოლუციურ პროცესს. მერე ივანიშვილი უხდიდა პრემიებს “ნაცების” მინისტრებს, რომ ქრთამი არ აეღოთ. მეტი არაა ჩემი მტერი, პრემიების აღებით გადაეჩვიოს, თუ სახელმწიფოებრივი მიდგომა არ აქვს. მერე მისი ფულებით მოხიბლულმა საზოგადოებამ იშვირა ფეხები და გავარდნენ მასთან. მერე კიდევ ვიღაცა ფულიანი გამოჩნდება და მისკენ გავარდებიან, ეს იქნება ისტორია ამ ხალხის”, – ამბობს ნათელაშვილი.

ავტორ(ებ)ი :