დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

ნატო-ს წევრები თავად წყვეტენ, ვინ გახდება ალიანსის წევრი, ამას რუსეთი არ წყვეტს! - თეთრი სახლი 04.12.2021 10:37

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ნატოში ქვეყნების გაწევრიანების საკითხს ალიანსი წყვეტს და არა რუსეთი.

 

„ნატოს წევრები წყვეტენ, ვინ გახდება ალიანსის წევრი. ამას რუსეთი არ წყვეტს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, საიდან მოდის პროვოკაციული ქმედებები. ეს აშშ და უკრაინა არ არის“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ბუქარესტის სამიტზე ნატომ მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი კარი ღიაა, მათ შორის უკრაინისა და საქართველოსთვის.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ