დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

შავი ზღვის რეგიონს NATO -სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს - ხავიერ კოლომინა 06.12.2021 19:32

 

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონს NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

 

„ NATO  შავი ზღვის რეგიონში რუსეთის აგრესიულ ქცევაზე რეაგირებს. NATO  აუმჯობესებს შეკავების პოლიტიკას და მხარს უჭერს ალიანსის სამ მოკავშირეს, რუმინეთს, ბულგარეთსა და თურქეთს. ასევე აქტიური ჩართულობა გვაქვს საქართველოსა და უკრაინასთან.

 

ჩვენ მხარს ვუჭერთ თავდაცვის სფეროში საქართველოს მიერ რეფორმის ძალისხმევას. საქართველო ძალიან ღირებული პარტნიორია NATO-სთვის. ეს ორმხრივი ურთიერთობებია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას, მაქსიმალურად ვეხმარებით საქართველოს. ამასთანავე საქართველოს წვლილი შეაქვს ოპერაციებში. ყოველთვის ვიქნებით საქართველოს მადლობელნი ავღანეთის მისიაში მონაწილეობისა და ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის. რუსეთი რეგიონში არსებული გამოწვევების უმეტესობის უკან დგას.

 

 ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა თავდაცვისა და შეკავების სფეროში. ეს თავდაცვითი ძალისხმევაა და რეაგირებისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა ხავიერ კოლომინამ საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული ონლაინ-დისკუსიის დროს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ