დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"ივანიშვილი უფრო მეტია საქართველოსთვის, ვიდრე ბურჯანაძე და ჟვანია?!"- ნინო ბურჯანაძე 06.12.2021 22:19

ივანიშვილი უფრო მეტია საქართველოსთვის, ვიდრე ბურჯანაძე და ჟვანია?! –  განაცხადა  "ტვ პირველის" ეთერში  “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ  საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შეყვანაზე, რომელთან ერთადაც ასევე გვხვდება მიხეილ სააკაშვილიც, მაგრამ არა ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია, რომლებიც ასევე ლიდერობდნენ ვარდების რევოლუციას.


“სხვათა შორის, რამდენადაც მე მითხრეს, ჩვენი ბიოგრაფიებისთვის ადგილი არ მოიძებნა ხო?” – კითხულობს ბურჯანაძე.

 

გადაცემის წამყვანი პასუხობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფია წიგნში შესულია, რაზეც ნინო ბურჯანაძის პასუხი ასეთია:

 

“ბურჯანაძე და ჟვანია არა? ბიძინა ივანიშვილი უფრო მეტია საქართველოსთვის, ვიდრე ბურჯანაძე და ჟვანია?! ცოტა ხანი ეგრე იქნება. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ სულ არ მაინტერესებს. იმიტომ, რომ ჩემი ბიოგრაფიები ძალიან ბევრი ქვეყნის ისტორიაშია შესული, მათ შორის მსოფლიოს 100 უძლიერესი ქალბატონის შესახებ ავსტრიაში გამოცემულ წიგნში.

 

რა თქმა უნდა, გამეხარდება, თუ რამე იქნება ჩემზე საქართველოს ისტორიის წიგნში, მაგრამ თუ არ იქნება, ძალიან ბევრიც არ დამაკლდება.

 

როდესაც გყავს ქალი, რომელიც ორჯერ იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ორჯერ პარლამენტის თავმჯდომარე, იყო ეუთოს ვიცეპრეზიდენტი იყო 6 წელი, “ბისეკის” პრეზიდენტი იყო 3 წელი და რომელსაც მართლა მთელ მსოფლიოში იცნობენ.  ბავშვებისთვის არის კარგი მაგალითი, რომ ასეთი შეიძლება იყოს საქართველოს ქალების წარმომადგენელი”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ “ტვ პირველის” ეთერში.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ