"ნაციონალური მოძრაობა" და მისი ბელადი კვლავ უშედეგოდ ცდილობენ სოციალურ-პოლიტიკური სიურეალიზმის თავზე მოხვევას, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე წერს.
"სააკაშვილის რეჟიმმა ცხრა წელიწადი ატერორა საქართველო, გაძარცვა სახელმწიფო ბიუჯეტი, ოკუპანტ რუსეთს გაუფორმა ტერიტორიები და სტრატეგიული ობიექტები და ესაა თურმე თანამედროვე სახელმწიფოს "აღმშენებლობა" და ამ ნაძარცვი ქონებით შექმნილი ტელე პრესსამსახურებიდან "ნაცები" გვიკითხავენ მორალს და ყველაფრის ფასად ცდილობენ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას.
უზნეობისა და უტიფრობის სიმბოლოდ ქცეული "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი ადეპტების შეფასებით, დაუშვებელია ბიძინა ივანიშვილზე სიტყვა ქველმოქმედის გამოყენება. იმ ადამიანზე, რომლის ოჯახმა უანგაროდ გაიღო $3 მილიარდი ამ ქვეყნის გადარჩენისა და განვითარებისთვის.
თუმცა, რეალობა ცხადზე ცხადია - ტოტალიტარულ სექტა "ნაციონალური მოძრაობა" ვერასდროს მობრუნდება ხელისუფლებაში,"- წერს გია აბაშიძე
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge