დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

Forbes-მა 2021 წლის ყველაზე გავლენიანი ქალები დაასახელა 07.12.2021 17:12

ჟურნალმა Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა. სიის სათავეში კომპანია Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე, მაკენზი სკოტია. Forbes-მა  პირველი ადგილი მის მიერ გაწეული საქველმოქმედო საქმიანობისთვის მიანიჭა.

 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების რეიტინგს სათავეში ზედიზედ 10 წლის განმავლობაში,  2011 წლიდან 2021 წლამდე, გერმანიის კანცლერი,  ანგელა მერკელი ედგა. წელს მან კანცლერის თანამდებობასთან ერთად მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალის სტატუსიც დატოვა.

 

რეიტინგში მეორე ადგილს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი იკავებს. მესამე ადგილზეა - ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ქრისტინ ლაგარდი. 

 

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელიზაბეტ II-მ საჯარო გამოსვლების რაოდენობის შემცირებისა და სამეფო ოჯახის სკანდალის გამო 24 პოზიცია დაკარგა და 70-ე ადგილზე გადავიდა. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ