დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მთავრობის კანდიდატებზე: „ეს არის გუნდი, რომელმაც ოთხი წლის განმავლობაში წარმატებული პროექტები განახორციელა“ 07.12.2021 17:52

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის წევრობის კანდიდატები წარადგინა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე სიტყვით გამოვიდა. გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის მერს არჩევნებში გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და განაცხადა, რომ ეს არის დასტური იმისა, რომ კახა კალაძის ოთხწლიანი საქმიანობა იყო წარმატებული. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, დღეს საკრებულოში ძალიან მნიშვნელოვანი სხდომაა, რომელზეც ნდობა უნდა გამოუცხადონ გუნდს, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თბილისის კიდევ უფრო განვითარებაზე იზრუნებს. გიორგი ტყემალაძის თქმით, ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ მთავრობის წევრობის კანდიდატები ძირითადად ძველი კადრებით არის დაკომპლექტებული. მინდა ვუთხრა მათ, რომ ეს არის გუნდი, რომელმაც ოთხი წლის განმავლობაში შეძლო და განახორციელა წარმატებული პროექტები. მისივე თქმით, სწორედ წარმატებულად განხორციელებული საქმიანობა გახდა იმის გარანტი, რომ თბილისელებმა  ამ გუნდს  მეორე ვადით დაუჭირეს მხარი.

 

ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილების რეჟიმში, მაგრამ არ შეიძლება იმის არ დანახვა, რაც გასული ოთხი წლის განმავლობაში გაკეთდა. ჩვენმა გუნდმა, კახა კალაძის მეთაურობით, განახორციელა ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმები, როგორიცაა სატრანსპორტო პოლიტიკა, ურბანული პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც მივიღეთ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი- ქალაქის გენერალური გეგმა. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროში გატარდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები, რომლებიც თითოეული თბილისელის კეთილდღეობაზეა მორგებული. ჯანდაცვის სფეროს დაემატა უამრავი ახალი პროგრამა. ეს ყველაფერი რეალობაა და ჩვენს თანამოქალაქეებს ეხება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ათი ათასობით ადამიანმა, რომლებსაც დაკარგული ქონდათ იმედი იმისა, რომ თავიანთ კუთვნილ საცხოვრებელ სახლებს მიიღებდნენ, დღეს საკუთარი ბინები აქვთ.  ამიტომ, ვერ მივიღებ ოპოზიციის ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ოთხი წლის განმავლობაში  არაფერი გაკეთებულა,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მაშინ როცა თბილისის მერი მზადაა ითანამშრომლოს არამხოლოდ უმრავლესობასთან, არამედ ოპოზიციასთანაც, მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ. გიორგი ტყემალაძემ ნაყოფიერი შრომისთვის მადლობა საკრებულოს მეექვსე მოწვევასაც გადაუხადა  და განაცხადა, რომ ამ ადამიანებმა, დედაქალაქის მერიასთან ერთად ძალიან ბევრი იშრომეს იმისთვის, რომ განხორციელებულიყო ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი და რეფორმა, რომელმაც ხელი შეუწყო თბილისის კიდევ უფრო განვითარებას.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ