დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ლაშა ტალახაძე ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა 17.12.2021 17:16

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ 109 კგ წონით კატეგორიაში ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

 

ტალახაძემ ჯამში სამი ოქროს მედალი მოიპოვა და სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

 

ლაშა ტალახაძემ ატაცში 210, 218, 225 კგ დაძლია, რითიც საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. აქამდე მის მიერ დამყარებული რეკორდი 223 კგ იყო. აკვრაში კი 247 კგ-ით დაიწყო და მსოფლიო ჩემპიონობა გაიფორმა. მეორე ცდაზე ლაშა ტალახაძემ 257 კგ დაძლია, მესამე ცდაზე კი - 267 კგ, რაც ასევე მსოფლიო რეკორდია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ