დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ირაკლი ბათიაშვილს ,,ქართული კულტურის რაინდის" წოდება მიენიჭა 28.12.2021 17:23

ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორის, ირაკლი ბათიაშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მისი წიგნის ,,ირაკლი ბათიაშვილი" პრეზენტაცია გაიმართა.

 

ღონისძიებაზე ირაკლი ბათიაშვილს საქართველოს მწერალთა კავშირის გადაწყვეტილებით, ,,ქართული კულტურის რაინდის" წოდება მიენიჭა.

 

წიგნში შესულია უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის წერილი, გამოჩენილი ქართველი პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეების და ქართული საზოგადოების სხვა წარმომადგენლების წერილები. ასევე, წიგნი მოიცავს ირაკლი ბათიაშვილის ეროვნული მოძრაობისდროინდელ და შემდგომი წლების სტატიებს, ესეებს და ფილოსოფიურ ნაშრომებს.

 

 

წიგნი დაიბეჭდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტამბაში.

 

პრეზენტაციას საზოგადოების ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ