დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

2, 3 და 4 იანვარს, რუსთავის თეატრი საახალწლო წარმოდგენებს გამართავს 30.12.2021 11:44

2,3 და 4 იანვარს 13.00 სთ-ზე,  გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული თეატრი - ნონა ხოსიშვილისა და ედუარდ უგულავას  პიესის მიხედვით დადგმულ მუსიკალურ სპექტაკლს ,,თბილი სახლი“ წარმოადგენს, რომლის რეჟისორიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძეა, კომპოზიტორი კი ნინო ჯანჯღავა.

 

უნდა იყოს თუ არა ახალი წლის ღამე ჯადოსნური და ხდება თუ არა ოცნებები მაშინ, როდესაც ამის მოლოდინი საერთოდ არ გაქვს? ფერადი სიზმრების ასრულების, ალბათ ისევ მხოლოდ ბავშვებს სჯერათ, როდესაც მათი სამყარო ჯერ კიდევ ილუზიური და სუფთაა. მაშინ რატომ ერჩის ეს სამყარო მათ, რატომ იყოფიან ადამიანები მდიდრებად და ღარიბებად, იქნებ იმიტომ რომ სიკეთის კეთების და დანახვის უნარი ასე უფრო მარტივი გახდეს? დღესასწაულების არსებობის მთავარი მიზეზიც ხომ ისაა, კიდევ ერთხელ გავაცნობიეროთ - რა არის ამ ცხოვრებაში ჩვენი მოვლინების მთავარი აზრი. 

 

შესაძლოა რუსთავის თეატრის საახალწო წარმოდგენა ცოტა სევდიანია, თუმცა როგორც ყველა ჯადოსნური ამბავი მისი ფინალიც ბედნიერი და სიკეთით სავსეა. ელენეს და ალექსის ერთი ახირებული ქცევა გასაჭირში მყოფი ოჯახის ახალი ცხოვრების დაწყების ეტაპი ხდება და ახალი წლის ჯადოსნური და მთავარი მისიაც სრულდება...

 

მუსიკალური წარმოდგენა ერთ მოქმედებიანი და მასში რუსთავის თეატრის მსახიობებთან ერთად მოზარდებიც მონაწილეობენ. 

 

 

 

სადადგმო ჯგუფი:

 

სპექტაკლის რეჟისორი - სოსო ნემსაძე

 

კომპოზიტორი -  ნინო ჯანჯაღავა

 

მხატვარი - ბარბარა ასლამაზი

 

მონაწილეობენ: ლაშა გაბუნია, მარიამ კვიტაიშვილი, რეზო კოღოშვილი, ნათია მელაძე, ანა შარვაძე, თეა შარვაშიძე, თეონა ხვედელიძე, ზაზა თაგოშვილი, სესილი ნემსაძე, ლუკა ციხისთავი, მაია გელიაშვილი, ლეონტი შიოშვილი, ნათია არბოლიშვილი, ზურა ჯინჭარაძე, ელენე შაყულაშვილი. 

 

საახალწლო წარმოდგენები 2022 წლის 2,3 და 4 იანვარს გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული თეატრის დიდ სცენაზე 13.00 სთ-ზე გაიმართება. 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ