როდის, სად, რომელი მიმართულებით განხორციელდება რუსეთის არმიის შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე

ჟენევაში გამართული მოლაპარაკების ფონზე, რომელიც, პრაქტიკულად, რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის გარეშე დასრულდა, დასავლურ პრესაში, მაგალითად, ამერიკულ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times)და ბრიტანულ „გარდიანში“ (The Guardian) ქვეყნდება ვერსიები რუსეთის სავარაუდო სამხედრო მოქმედებების თაობაზე - როდის, სად, რომელი მიმართულებით განხორციელდება რუსეთის არმიის შეჭრა (თავდასხმა) უკრაინის ტერიტორიაზე.

 

შეჭრის სავარაუდო ვადები

 

როგორც ამერიკული „ნიუ-იორკ თაიმსი“ წერს სტატიაში სათაურით „რუსული ვერტმფრენები უკრაინის საზღვართან: შეჭრისათვის მზადება გრძელდება?“(ავტორები - ანტონ ტროიანოვსკი და დევიდ სენგერი), დაზვერვის მონაცემებით, რუსული არმიისათვის, გრუნტის გზებზე მძიმე ტექნიკის დაბრკოლების გარეშე გადასაადგილებლად, აუცილებელია დაბალი ტემპერატურა - ყინვა. ეს უნდა მოხდეს გაზაფხულამდე, ანუ მანამ, სანამ დათბობა ნიადაგს გაუვალ ტალახად გადააქცევს. ჯერ-ჯერობით უკრაინაში ძლიერი ყინვები არ ყოფილა, რაც, სტატიის ავტორის აზრით, ვლადიმერ პუტინისათვის მოქმედების არეალს ზღუდავს. საინტერესოა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, ამინდის პროგნოზის დასაზუსტებლად, მეტეოროლოგებიც ჩართო, რომლებიც ღრმად სწავლობენ ტემპერატურის სავარაუდო დაცემის დროს - იმ მიზნით რომ გაიგონ, თუ როდის განხორციელდება რუსეთის სახმელეთო შეტევა უკრაინაზე.

 

ოპერაციის მასშტაბები


რუსეთის არმიის ღია შეჭრის შემთხვევაში სამხედრო მოქმედებების მასშტაბი შეიძლება შევადაროთ დასავლეთის კოალიციური ძალების შეჭრას ერაყში 2003 წელს, წერს ბრიტანული „გარდიანი“ სტატიაში სათაურით „ანალიზი: როგორია უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შესაძლებლობა?“ (ავტორი - დენ საბახი). მასალაში განზოგადებულია სამხედრო ექსპერტების დაკვირვებები, რომლებიც თვალს ადევნებენ უკრაინის ირგვლივ შექმნილ კრიზისულ სიტუაციას. მათი აზრით. სრულმასშტაბიანი შეჭრისათვის რუსეთმა ის ასიათასიანი სამხედრო კონტინგენტი, რომელიც ამჟამად უკრაინის საზღვართან არის თავმოყრილი, სულ მცირე ორჯერ მაინც უნდა გაზარდოს.

 

„გარდიანი“ სარგებლობს სამხედრო ისტორიის პროფესორის ფრედ კოგანის შეფასებით (იგი ერაყში და ავღანეთში შეყვანილი მრავალეროვნული ძალების სარდლის, გენერალ დევიდ პეტრეუსის მრჩეველი იყო), რომლის თანახმად, სავარაუდოდ, რუსეთსაც იმდენი სამხედრო მოსამსახურე დაჭირდება, რამდენიც დასავლეთმა ერაყში გამოიყენა - დაახლოებით 150-200 ათასი. შეჭრა, ალბათ, იანვრის ბოლოს მოხდება.


შეტევის მიმართულებები: სცენარები რუკით

 

„გარდიანმა“ შეადგინა რუკა, რომლის მიხედვით ჩანს, თუ რომელ ფლანგზე რას გააკეთებს რუსეთის არმია. მასზე ციფრებით მონიშნულია: 

 

1. უკრაინის სამხრეთი: აქ რუსეთის ჯარებს შეუძლიათ შეტევა დაიწყონ ოკუპირებული ყირიმიდან და დონბასიდან, უკრაინის არმიის ნაწილების მიზიდვის მიზნით; 

 

2. უკრაინის აღმოსავლეთი: რუსეთის მექანიზებულ ქვედანაყოფებს შეუძლიათ შეიჭრნენ და მსხვილი ქალაქები - ხარკოვი, დნიპრო და თვით დედაქალაქი კიევი ალყაში მოაქციონ;

 

3. დნეპრი: რუსეთის არმია, სავარაუდოდ, შეტევას მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირთან შეაჩერებს, თუმცა კიევს მაინც მთლიანად ალყაში მოაქცევს;

 

4. შავი ზღვის ნაპირები: ოდესის დაკავება შესაძლოა მოხდეს დნესტრისპირეთში დისლოცირებული რუსეთის არმიის ქვედანაყოფებით და ყირიმიდან გადასროლილი დესანტით;

 

5. კიევი: არ არის გამორიცხული, რომ უკრაინის დედაქალაქი რუსეთის ჯარმა ბელარუსის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან შეტევით დაიკავოს;

 

6. ბელარუსის სამხრეთ-დასავლეთი: რუსეთის ჯარი პოლესიეს ჭაობებს და მდინარე პრიპიატს თავს აარიდებს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ამ მიმართულებითაც ისარგებლებს.


ოკუპაციის სცენარები და რისკები რუსეთისათვის

 

ყველაზე სერიოზულ პრობლემად ვლადიმერ პუტინისათვის ფრედ კოგანი თვლის იმას, რომ „კრემლს მოუწევს მტრულად განწყობილ უკრაინის ტერიტორიის გაკონტროლება, განსაკუთრებით მაშინ, თუ კიევის ჰიპოთეზური დაკავების შემდეგ მოსახლეობა პარტიზანულ ომს დაიწყებს. ასეთ შემთხვევაში რუსეთს დაჭირდება უკრაინაში დამატებითი სამხედრო კონტინგენტი გაგზავნოს, ანუ იმდენი, რომ რიცხობრივად 20 ადგილობრივ მცხოვრებზე 1 ოკუპანტი მოდიოდეს“.

 

ეს ნიშნავს, რომ „კიევისა და მსხვილი ქალაქების შესანარჩუნებლად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში რუსეთს 325 ათასი ჯარისკაცი დაჭირდება. რაც შეეხება უკრაინის არმიის რაოდენობას, ის 145 ათას სამხედრო მოსამსახურეს ითვლის. გარდა ამისა, 300 ათასი მოქალაქე დონბასის ომიოს ვეტერანად ითვლება, ხოლო გამოკითხვის თანახმად, უკრაინის ყოველი მესამე მოქალაქე მზადაა რუს თავდამსხმელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიოს.

 

ავღანეთში წარუმატებელი საბჭოთა სამხედრო კამპანიის შემდეგ რუსეთი შეცდომად თვლიდა აშშ-ის მცდელობებს შეენარჩუნებინა კონტროლი იმ ქვეყნებზე, სადაც ამერიკას თავისი ჯარი შეჰყავდა, შიდა წინააღმდეგობების მიუხედავად. „ვლადიმერ პუტინს ალბათ, ახსოვს და შესწავლილი აქვს, თუ რა დღეში ჩავარდა აშშ 2003 წელს ერაყში ჯარების შეყვანის შემდეგ. ასევე ავღანეთშიც. პარტიზანულ მოძრაობასთან გამკლავების სირთულეები მაფიქრებინებს, რომ რუსეთი არ აპირებს უკრაინაზე თავდასხმას და მისი ტერიტორიების ოკუპაციას“, - ამბობს ფრედ კოგანი „გარდიან“-თან კომენტარში.

 

რუსეთის უპირატესობა

 

და მაინც, ჰიპოთეზური ომის შემთხვევაში საწყის ეტაპზე რუსეთს დიდი უპირატესობა ექნება, განსაკუთრებით საზენიტო-სარაკეტო ტექნიკასა და ავიაციაში. „უკრაინა აღმოჩნდება პოტენციურად საშინელი შედეგების მომტან მსხვილმასშტაბიანი თავდასხმის მსხვერპლად. რუსეთის არმიას შეუძლია ქვეყნის მოსახლეობის საბრძოლო სული დაასუსტოს. უამრავი უკრაინელი ქვეყნიდან დასავლეთში გაიქცევა, ბრძოლისა და წინააღმდეგობის ნაცვლად“, - ნათქვამია „გარდიანის“ სტატიაში.

 

ამერიკულ ტანკსაწინააღმდეგო „ჯაველინებს“ 2,5 კილომეტრიანი მოქმედების რადიუსი აქვთ, მათი ეფექტური გამოყენება მხოლოდ სახმელეთო მექანიზებული ქვედანაყოფების წინააღმდეგ შეიძლება. თურქული უპილოტო საფრენი აპარატები „ბაირახტრები“ კი, რომლითაც უკრაინის არმიაა აღჭურვილი, უმწეონი აღმოჩნდებიან ათასობით რუსული ტანკის წინაშე“, - წერს „გარდიანის“ რედაქტორი დენ საბახი, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების თემატიკის საკითხებს კურირებს.

 

რობერტ ლი, რომელიც ადრე აშშ-ის საზღვაო ქვეითების ქვედანაყოფს მეთაურობდა, ახლა კი აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის თანამშრომელია, აღნიშნავს, რომ „რუსეთს შეუძლია დისტანციურად გაანადგუროს უკრაინის არმიის მთელი ქვედანაყოფი ისეთი იარაღით, როგორიცაა ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერი“. ჩვენ პრაქტიკულად არ ვიცნობთ და არ გვინახავს ამ თანამედროვე იარაღის მოქმედების შედეგები. რუსეთს ექნება „ისკანდერის“ გამოყენების შესაძლებლობა, რომელიც ათასობით ყოველდღიურ მსხვერპლს გამოიწვევს, დაჭრილებზე რომ არაფერი ვთქვათ“.

 

„მაგრამ ასეთი მოქმედება, ანუ ადამიანთა ულმობელი გაჟლეტა საბოლოოდ ნეგატიურად იმოქმედებდა რუსეთის საერთაშორისო იმიჯსა და ავტორიტეტზე. უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა ისეთ ოპერაციას დაემსგავსებოდა, რომელიც ვლადიმერ პუტინს ადრე არასოდეს განუხორციელებია“, - წერს ბრიტანული გაზეთი.


ავიაციის გამოყენების ალბათობა

 

„ჰიპოთეზურ ომში გარდამტეხი მომენტი იქნებოდა რუსეთის მიერ ავიაციის გამოყენება“, - თვლის სამირ პური, სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის თანამშრომელი, რომელიც ადრე უკრაინის კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო დამკვირვებელი იყო, - ძნელია წარმოიდგინო სრულმასშტაბიანი შეჭრა ავიაციით სარგებლობის გარეშე, თუმცა რუსეთისათვის ეს გარკვეული სარისკო ნაბიჯი იქნებოდა“. ამერიკული „ნიუ-იორკ თაიმსის“ მონაცემებით კი, 2022 წლის 10 იანვრისათვის რუსეთი აგრძელებს ავიაციის თავმოყრას უკრაინის საზღვრებთან, მათ შორის სამხედრო ვერტმფრენების გადასროლას. „ეს ადასტურებს მოსაზრებას, რომ თავდასხმის განზრახვა ჯერ კიდევ ძალაშია. საბრძოლო ვერტმფრენები, ავიაგამანადგურებლებთან ერთად, რუსეთის კრიტიკული უპირატესობა იქნება, თუ პუტინი თავის ჯარებს უკრაინაში შეჭრის ბრძანებას მისცემს“, - ნათქვამია „ნიუ-იორკ თაიმსის“ სტატიაში.

 

კიდევ ერთი გამოწვევა რუსეთისათვის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში - რას უზამს უკრაინის იმ ქალაქებს, სადაც მილიონობით მოქალაქე ცხოვრობს? „გარდიანი“ წერს, რომ საქმე ეხება სამმილიონიან კიევს და მილიონნახევრიან ხარკოვს: „ქალაქის ქუჩებში ომი რთული და უდიდესი ნგრევის მომტანია. გინახავთ სირიის ქალაქი ალეპო, რომელიც პრაქტიკულად მთლიანად არის მიწასთან გასწორებული? რუსეთმა უკრაინაში შეიძლება მეორე ალეპო გააჩინოს“, - ვარაუდობს ფრედ კოგანი.

 

„გარდიანის“ სტატიის ავტორი მიუთითებს, რომ რუსეთის არმიისათვის ხარკოვისა და განსაკუთრებით კიევის ალყაში მოქცევა და დაკავება დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული: ჯერ ერთი, რომ ქალაქის მშვიდობიან მოსახლეობას სურსათ-სანოვაგით და ტანსაცმლით მომარაგება დაჭირდება, მეორე მომენტი ისაა, რომ კრემლს გარკვეული [სადამსჯელო] ოპერაციების ჩატარება მოუწევს, რაც საბოლოოდ დაასამარებს რუსულ იდეას, რომ რუსეთი „გამაერთიანებელი ძალის სახით მოქმედებს“.

 

დასავლელი ანალიტიკოსების აზრით, კიევის ალყაში მოქცევა რთულ სამხედრო ამოცანას წარმოადგენს. „ქალაქის საკვანძო წერტილები, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მდინარე დნეპრის ნაპირის დასავლეთით მდებარეობს. ხიდები მისგან 60 მილით არიან დაშორებულნი, ხოლო კაშხალი, რომელიც ჩრდილოეთით 4 კილომეტრის მოშორებით არის, მდინარე ტბად გადააქცია. შესაბამისად, რუსეთის ჯარმადნეპრის ფორსირებისას მნიშვნელოვანი დანაკარგები შეიძლება განიცადოს“, - აცნობს მკითხველებს „გარდიანი“ უკრაინის დედაქალაქის გეოგრაფიულ რეალიებს.

 

ბელარუსის მონაწილეობა

 

ბრიტანული გამოცემა მიიჩნევს, რომ კრემლის ანტიუკრაინულ ოპერაციაში ბელარუსის მონაწილეობა საკმაოდ სავარაუდოა, თუ გავითვალისწინებთ მინსკისა და მოსკოვის ახლო კავშირებს.

 

რუსეთის მექანიზებული ქვედანაყოფები შეეცდებიან კიევი დასავლეთიდანაც ალყაში მოაქციონ, რისთვისაც მათ ბელარუსის ცენტრალური რეგიონიდან სამხრეთით, უკრაინისკენ მოძრაობისას პოლესიეს (პრიპიატის) ჭაობების გადალახვა მოუწევთ (თუ ძლიერი ყინვა იქნება). რუსული ჯარი ისარგებლებს ჩერნობილის მიმართულებითაც, რაც სამხედროებისათვის რთული გამოცდა იქნება რადიოაქტიური ზონის გათვალისწინებით.

 

კიევის დასავლეთიდან ალყაში მოქცევის მიზნით რუსეთმა ალტერნატივის სახით შეიძლება ბელარუსიდან კიდევ ერთი მიმართულება გამოიყენოს, მაგალითად, ბარანოვიჩიდან, სადაც რუსული ბაზაა განლაგებული. 

 

მასშტაბური შეჭრის ალტერნატივა

 

ექსპერტთა აზრით, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ სრულმასშტაბიანი თავდასხმა უკრაინაზე ყველაზე ნაკლებად შესაძლებლად ითვლება იმ სცენარებიდან, რომელიც ვლადიმერ პუტინს ამჟამად აქვს. უკრაინელმა პოლიტოლოგმა,  ჰენრი ჯეკობსის ბრიტანული საზოგადოების წევრმა ტარას კუზიომ ამას წინათ გამოაქვეყნა თავისი ხედვა რუსეთის სავარაუდო მოქმედების თაობაზე - იმ რისკების გათვალისწინებით, რაც თან სდევს მასშტაბურ შეჭრას და ოკუპაციას.

 

პირველი ვარიანტი - რუსეთი იკავებს დონბასს და ახდენს მის ანექსიას, რაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოში მომხდარი კრიზისის მსგავსი იქნება;

 

მეორე ვარიანტი - რუსეთს შეუძლია ოკუპირებული ტერიტორიის გაფართოება და დონბასიდან ყირიმისაკენ ერთგვარი დერეფნის შექმნა, რაც აზოვისპირა ქალაქ მარიუპოლის ოკუპირებას მოითხოვს. რუსეთს ასევე შეუძლია დაარტყას ოკუპირებულ რეგიონთან ახლოს განლაგებულ უკრაინის შეიარაღებული ძალების ბაზებს და გარნიზონებს, უკრაინის არმიის შეიარაღებას, განსაკუთრებით თურქულ დრონებს;

 

მესამე ვარიანტი - 2014 წლის პროექტის „ნოვოროსიის“ განახლება, რომლის ჩარჩოებში რუსეთი შეეცდება უკრაინის ჩამოშორებას შავი ზღვისაგან, ანუ სამხრეთ უკრაინის - ოდესის, ნიკოლაევის, ხერსონის დაკავებას. „ერთმილიონიანი ოდესის დაკავება, ალბათ, დრამატული სამხედრო მოქმედებით - საზღვაო და საჰაერო დესანტის გადასხმით განხორციელდება - ყირიმიდან, რასაც საზღვაო ქვეითებიც მიჰყვებიან. ისინი ხომალდებით ოდესის პლაჟებს მიადგებიან და ქალაქის არეალში გადასხდებიან“, - ასე აღწერს დესანტის ოპერაციას „გარდიანი“.

 

ამ ვარიანტებიდან ყველაზე პოპულარულად დონბასის ოკუპირება და ანექსია შეიძლება ჩავთვალოთ. ამასთან, ეს იქნება უკიდურესად შეზღუდული განხორციელება კრემლის იმ ამბიციური გეგმისა, რომლებიც გამიზნულია უკრაინისა და საქართველოს ნატოში მიღების დაუშვებლობისათვის. მაგრამ რა შედეგი მოჰყვება გეგმის უფრო ფართო განხორციელებას რეალურად? ეს დამატებით შეშფოთების საგანია“, - ნათქვამია „გარდიანის“ პუბლიკაციის დასასრულს.

 

წყროები

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები

 


 
 
 

 

მსგავსი სიახლეები
ბლოგი

პოლონური სასწაული და „შოკური თერაპია“

პოლონეთის ეკონომიკა მეექვსეა ევროკავშირში და უდიდესია ევროკავშირის ყოფილი აღმოსავლეთ ბლოკის წევრთა შორის.

თებერვალი 24 , 2020

"2020-2024 წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაშიც ყველაზე მაღალი 5%-იანი ზრდა"

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი ანგარიში, რომელიც გასულ წელს აფასებს, განსაკუთრებით როგორც არასდროს დღეს რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი:

თებერვალი 13 , 2020

დიდი ბრიტანეთი კეინსიდან დღემდე - ციკლიდან ეკონომიკის გაკვეთილები

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის და დაბალი გადასახადების პრინციპებს და მიუხედავად მომსახურების სერვისების პრიორიტეტისა, არის წარმოებაზე და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა გერმანიის და იაპონიის მსგავსად.

იანვარი 27 , 2020

"ქვეყანაში წარმოქმნილი არასტაბილურობა გაურკვევლობასა და ნეგატიურ მოლოდინებს წარმოქმნის, პირველ

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, სხვა საკითხებმა, მათ შორის ეკონომიკამაც მეორე პლანზე გადაიწია.

ნოემბერი 19 , 2019

"ქვეყანას ნამდვილად აქვს სწრაფი ზრდის ეკონომიკური და ადამიანური რესურსები, რაც გაზრდის შემოსავლ

მე ამ თემაზე მსჯელობისას სხვა დროსაც აღმინიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის არსი არის ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში.

ნოემბერი 14 , 2019

წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება წყალტუბოში გამოისყიდოს ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და განახორციელოს მათი სრული რეაბილიტაცია, არის უპრეცედენტო თავისი მაშტაბურობით და საინვესტიციო გადაწყვეტილებების თვალსაზრისითაც.

ოქტომბერი 29 , 2019

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენება მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს ადასტუ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ საქართველოში მორიგი ვიზიტი დაასრულა და შემაჯამებელი მიმოხილვა გამოაქვეყნა. სსფ-ის ეს მოხსენება რამდენიმე ფაქტორის გამო არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

სექტემბერი 19 , 2019

საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორ

მათ ასევე გააჟღერეს მნიშვნელოვანი გზავნილები, რომ ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებით მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები.

სექტემბერი 12 , 2019

"ქართულ ოცნებას" უკვე მეორე ფრონტზე - ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ მოუწევს არც თუ იოლი პო

"ორი ფრონტი" კი არა, არამედ ორმაგი ბუნება და შიდა წინააღმდეგობა "ქართული ოცნებისა" :

აგვისტო 29 , 2019

ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!

ნიჰილიზმზე ვწერდი და ზოგი მთხოვს, მაგალითები მოიყვანე, რომ უფრო თვალსჩინო და გასაგები იყოს ამ ტერმინის მნიშვნელობაო.

აგვისტო 15 , 2019

"2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა"

2008 წლის აგვისტოს ომის შეფასებისას, ბევრი ითქვა და დაიწერა, როგორც ქართულ ისე უცხოურ პრესაში.

აგვისტო 08 , 2019

"ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს"

ყველაზე ცუდი ისაა, რომ დარგის პატივსაცემი, ან აღიარებული სპეციალისტები, ან მიკერძოებულ განცხადებას აკეთებენ, ან დუმან.

აგვისტო 01 , 2019

"კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს"

ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული ისტორია, როგორც ჩანს წმინდა საინფორმაციო ომის ტალღაზე გადადის.

აგვისტო 01 , 2019

"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს

2019 წლის ივნისშის წინა თვეების ანალოგიურად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა 4.9 პროცენტს გაუტოლდა.

ივლისი 31 , 2019

"შემაგინე და გესვრი"- პუტინის შურისძიება გინებაზე

ერს არ გვაქვს ცივი გონება, თუ როგორ უნდა გავუმკვლავდეთ საფრთხეებს. ყველაფერი წალეკა პოპულიზმმა და ძალაუფლებისთვის ბრძოლამ.

ივლისი 10 , 2019

"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"

2 ივლისს, ქ. პარიზში "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში ლიდერად დასახელდა.

ივლისი 03 , 2019

"პროპორციული არჩევნებით პოლიტიკა ადგილობრივ კონტექსტს უმეტესწილად დაკარგავს"

ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული არგუმენტი პროპორციული არჩევნების წინააღმდეგ, რაც გუშინ თუნდაც ფბ-ზე ხშირად და ხაზგასმით აღინიშნა, ის არის, რომ ადგილობრივ კონტექსტს, თუკი სრულიად საქართველოს ერთიანი სიებით იქნება არჩევნები, მთლიანად თუ არა, დიდწილად დაკარგავს ეროვნული პოლიტიკა.

ივნისი 25 , 2019

„სსფ-ის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს სწრაფ და ინკლუზიურ ზრ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაასრულა საქართველოსათვის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (Extended Fund Facility), ფარგლებში მეოთხე მიმოხილვა.

ივნისი 20 , 2019

საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკაში ღრმა რეცესიას წარმოშობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმე“ ბოლო ნომერში ძალზე საინტერსო მასალა გამოქვეყნდა „ჭარვალიანობის“ ზეგავლენაზე მოხმარებაზე და ეკონომიკურ რეცესიაზე, რომელიც განხილულია 2015-2016 წლებში, ბრაზილიის ფინანსური კრიზისის მაგალითზე.

ივნისი 17 , 2019

„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“

მიმდინარე წლის აპრილში მშპ-ს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც მომსახურების სექტორში, ასევე ეკონომიკის რეალურ სექტორში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში;

მაისი 31 , 2019