ექსპერტი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"დღეს საქართველოს ეროვნული დროშის დღეა! დროშის, რომელიც ყველაფერს მირჩევნია და სულს არ დავიშურებ, რომ მან ყოველთვის ამაყად იფრიალოს ჩვენს გასახარად და მტრის გულზე გასახეთქად!
ეს ანწუხელიძის დროშაა!
ეს შინდისელების დროშაა!
ეს ყველა მათგანის დროშაა, ვინც თავი არ დაზოგა ქვეყნისთვის, ჩვენთვის!
ეს ჩვენი და ჩვენი შვილების მომავლის დროშაა!
ეს დროშა იფრიალებს სოხუმშიც და ცხინვალშიც!
ეს დროშა იფრიალებს ნატოშიც და ევროკავშირშიც!
გაუმარჯოს ყველას, ვინც ამ დღეს ზეიმობს!
გაუმარჯოს ყველას, ვინც ამ დროშაა იცავს!
გაუმარჯოს ყველას, ვინც ყოველდღიური შრომით ამ დროშას ადიდებს!
და გაუმარჯოს ყველას, ვისაც ამ დროშისათვის საკუთარი ამბიციის გვერდზე გადადება შეუძლია!
ყველას გილოცავთ!
გაუმარჯოს საქართველოს!"- წერს თენგიზ ფხალაძე.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge