დღე: 13

ღამე: 6

USD 2.7103

EUR 2.839

თურქეთის მთავრობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ფასიან აცრას სთავაზობს 14.01.2022 16:24

2022 წლიდან თურქეთის ხელისუფლებამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საშუალება მისცა, რესპუბლიკაში ხელმისაწვდომი პრეპარატებით, ანაზღაურების საფუძველზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გაიარონ. ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

"2022 წლიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ ბინადრობის ნებართვა თურქეთში, შეუძლიათ, ვაქცინაცია ნებისმიერი ხელმისაწვდომი ვაქცინით გაიარონ. ეს შეიძლება იყოს Sinovac Biotech-ის მიერ წარმოებული ჩინური CoronaVac, Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინა და თურქული წარმოების Turkovac.


ამ სერვისით სარგებლობის შემთხვევაში თქვენ სამედიცინო დაწესებულებაში თავად ვაქცინის საფასურის გადახდა არ გჭირდებათ, თქვენ თავად პროცედურის ღირებულებას იხდით“, - განმარტავენ რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ