დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ნოვაკ ჯოკოვიჩი საიმიგრაციო დაკავების სასტუმროში დააბრუნეს 15.01.2022 12:38

მსოფლიოს პირველ ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ხელისუფლებამ  საიმიგრაციო ცენტრში დააბრუნა, სადაც დეპორტაციის მომლოდინე მიგრანტებს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ანთავსებენ.

ჩოგბურთელი ხვალ დაგეგმილ სასამართლო მოსმენამდე იქნება დაკავებული.

სასამართლოზე გადაწყდება, მიიღებს თუ არა ავსტრალიის ღია ჩემპიონატში მონაწილეობას მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი თუ მისი ქვეყნიდან დეპორტაცია მოხდება.

ჯოკოვიჩის ადვოკატებმა სასამართლოში სარჩელი მას შემდეგ შეიტანეს, რაც იმიგრაციის მინისტრმა სპორტსმენს ვიზა მეორედ გაუუქმა.

სასამართლო მოსმენა ხვალ, 16 იანვარს გაიმართება ანუ „ავსტრალიის ღია ჩემპიონატის“ გახსნამდე ერთი დღით ადრე. ჯოკოვიჩისთვის უფრო მეტია სასწორზე, ვიდრე წლევანდელი ჩემპიონატი, რადგან ავსტრალიიდან დეპორტაციას, როგორც წესი, ქვეყანაში შესვლის სამწლიანი აკრძალვა მოსდევს.

 

შეგასხენებთ, 5 იანვარს, მელბურნში ჩასულ ნოკავ ჯოკოვიჩს ავსტრალიის სასაზღვრო სამსახურმა ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა, რადგან მან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა ვერ შეძლო. სასაზღვრო სამსახურმა ჯოკოვიჩის ვიზის ანულირება მოახდინა და საიმიგრაციო ცენტრში გადაიყვანა.

 

8 იანვარს, ჯოკოვიჩმა დეპორტაციის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. 10 იანვარს სასამართლომ დააკმაყოფილა ჯოკოვიჩის მოთხოვნა და გააუქმა სასაზღვრო სამსახურის გადაწყვეტილება.

 

ტურნირი Australian Open-ი 17-30 იანვარს იმართება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ტურნირი სერბი ჩოგბურთელისთვის დიდი შანსია გამარჯვებების რაოდენობით აჯობოს როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს.

 

 

ნოვაკ ჯოკოვიჩმა გასულ წელს თავი ვაქცინაციის მოწინააღმდეგედ გამოაცხადა, მისი თქმით, აცრის გაკეთება ან მასზე უარის თქმა თითოეული ადამიანის პირადი საქმეა. ჟურნალისტებმა მას მეტსახელიც კი შეურჩიეს - Novax ("არა-ვაქც").

 


ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ