დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

მსოფლიოში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირების 54.8 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება 16.01.2022 11:58

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 326 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

 

ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5.5 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

 

ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 266 მილიონს აჭარბებს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 54.8 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ყველაზე მეტი - 66 მილიონი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი 37.1 მილიონზე მეტი შემთხვევით. მათ ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი მოჰყვებიან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ