დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებმა დევნილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 16.01.2022 19:44

 

თბილისის ზღვასთან, სანატორიუმ "ქართლის" ყოფილ შენობაში მცხოვრებმა დევნილმა, 52 წლის კაცმა, პროტესტის ნიშნად, თავი მოიკლა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი შენობის მე-9 სართულიდან გადმოხტა. ტრაგიკული შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

 

როგორც სანატორიუმ „ქართლთან“ შეკრებილები აცხადებენ, ის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან, ასევე საქართველოს მთავრობისგან ყურადღებას და დევნილთათვის საცხოვრებელ სახლებს ითხოვდა.

„ითხოვდა ბინას, რადგან მის ოთახში, სადაც ის ცხოვრობდა, ფიზიკურად არ შეიძლება ცხოვრება. ნორმალური ადამიანი მად ვერ იცხოვრებდა. დაიღალა ამით და გააკეთა ის, რაც გააკეთა“, – განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა ნანა შალვაძემ.

 

სანატორიუმი „ქართლის“ ერთ-ერთი მცხოვრები თამარ საუთიევას ინფორმაციით, დღევანდელი ტრაგედია არის ყველა გადაწყვეტილების მიმღების პასუხისმგებლობა, რომლებმაც არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგეს იმისთვის, რომ პრობლემა მოგვარებულიყო.

 

,,დღეს ყველანი ვართ შემზარავი ტრაგედიის მოწმე, გარეთ ვიდექით და ვსაუბრობდით როგორი სამოქმედო გეგმა უნდა გვქონოდა, ამ დროს ამ ადამიანმა თავი მოიკლა. ის ფაქტობრივად შეეწირა იმ სოციალურ პოლიტიკას, რომელიც არ არის ადამიანზე გათვლილი და მიმართული. ეს ადამიანი აცხადებდა, რომ თუ ყურადღებას არ მიაქცევდნენ, სწორედ ასეთ ფორმას მიმართავდა და თავს მოიკლავდა, იქნებ ამის შემდეგ მაინც მოგვაქციონ ყურადღებაო. ეს ტრაგედია არის ყველა გადაწყვეტილების მიმღების პასუხისმგებლობა, რომელმაც არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგა იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო. იმედი მაქვს, ამ ადამიანური ტრაგედიების ფონზე მაინც შერცხვებათ იმის, რაც მოხდა.

ჩვენ დიდი ხანია ვაპროტესტებთ, რომ ვცხოვრობთ გაუსაძლის პირობებში. აქ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი პირობებია, რასაც არაერთი ექსპერტიზის დასკვნა მოწმობს. მოვითხოვეთ, რომ დაუყონებლივ მომხდარიყო ჩვენი გასახლების პროცესი, გვთავაზობენ ალტერნატიულ გზებს, რომელიც ჩვენთვის არ არის მისაღები. ამიტომ ვრჩებით ქუჩაში, ვერ შევდივართ სახლებში და ვიმყოფებით კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც შედარებით უსაფრთხოა“, - აღნიშნა თამარ საუთიევამ.

 

სანატორიუმ "ქართლის" ყოფილ შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი საცხოვრებლად ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ. მათი თქმით, შენობა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ავარიულია და საფრთხე მუდმივად იმატებს.

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ