დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ლაგოდეხში 37 წლის ქალის მკვლელობისთვის ყოფილი მეუღლე დააკავეს 16.01.2022 19:54

ლაგოდეხში 37 წლის ნონა ჭაბაშვილის გარდაცვალების ფაქტზე,  მისი ყოფილი მეუღლე დააკავეს.

 

პოლიციამ პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1985 წელს დაბადებული გ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გ.ბ.-მ ყოფილი მეუღლე, 1984 წელს დაბადებულ ნ.ჭ. ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში არსებული ბუნებრივი აირის გაზქურის ონკანი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


დანაშაული 13-17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

შემთხვევა ლაგოდეხში, გუშინ მოხდა. ახალგაზრდა ქალი, ახლობლებმა გარდაცვლილი სავარძელში იპოვეს.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ