დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"გლობალური პოლიტიკა, რომ დიდი ცვლილებების გზაჯვარედინზეა, რუსეთის ულტიმატუმიდანაც კარგად იკითხება"- გიორგი ცუცქირიძე 16.01.2022 21:08

 

“გლობალური პოლიტიკა, რომ დიდი ცვლილებების გზაჯვარედინზეა, რუსეთის ულტიმატუმიდანაც კარგად იკითხება”,- ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

“ნატოს არ გაფართოების თემის გააქტიურება, თან ულტიმატუმის ფორმით, მაშინ როდესაც ალიანსს ამ მიმართულებით ფაქტიურად რეალურად არაფერი გაუკეთებია ჩვენს ნატო ში მისაღებად, ამ ვარაუდს კიდევ უფრო ამყარებს. ცარიელი დაპირებების გარდა ღია კარის პოლიტიკაზე, მაპს ვინ დაეძებს, სხვა ალტერნატიული და ეფექტური მექანიზმი დღემდე არ შეუთავაზებია, არც უკრაინის და არც საქართველოსათვის.

 

ამ დაწყებულ გეო პოლიტიკურ პასეანსში, მეტად სიმტომურია ჟენევაში რუსეთ-ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის ხელმძღვანელის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ქალბატონ უენდი შერმანის კომენტარი, რომ თურმე საქართველოში ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა განსახორციელებელი, რათა NATO-ს მაღალი სტანდარტები დავაკმაყოფილოთ, მაშინ როცა აქამდე მუდმივად ჩვენს პროგრეს ესმებოდა მუდმივად ხაზი. აქ შეგვიძლია თვით

ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი რობ ბაუერი მოვიშველიოთ, რომლის განცხადებითაც საქართველომ უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე მეტად შთამბეჭდავი რეფორმები გაატარა.

 

თავის დროზე თურქეთი, რუმინეთი და ალბანეთი ისე მიიღეს ჩრდილოეთ ატლანტიკურ ალიანსში, ვერც სამხედრო კომპონენტით დაიკვეხნიდენ და ვერც უსაფრთხოების თვალსაზრისით, დემოკრატიულობის ხარისხზე რომ საერთოდ არაფერი ითქვას.

 

მართალია, რუსეთის გამომწვევ მოთხოვნებზე უსაფრთხოების ახალი გარანტიების შესახებ, რამაც ნატოს შემდგომ გაფართოება ოფიციალურად უნდა შეაჩეროს, არა თუ ახალი წევრების არმიღებას, არამედ 1997 წლის ფაქტობრივ მდგომარეობამდე დაბრუნებას შეიცავს, ბრიუსელმა ყოფილი და მოქმედი გენ მდივნების პირით კატეგორიული უარით უპასუხა, როგორც პრინციპულად მიუღებელი, დასავლურ ღირებულებებთან.

 

რუსულმა მხარემ თავიდანვე კარგად იცოდა, რომ აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები, ამ მოთხოვნებს აპრიორი უარით უპასუხებდა. დღეს, დასავლეთში საექსპერტო აზრი უფრო იქით იხრება, რომ ამ უარს ეროვნული უსაფრთხოების მოტივით, პუტინი სამხედრო მოქმედებების დაწყების საბაბად გამოიყენებს.

 

დასაშვებ სცენარად განიხილება რუსეთმა უკრაინას ერთდროულად სამი ფრონტიდანაც კი შეუტიოს, რაც უკრაინის სამხედრო ძალებს მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს.

 

ვფიქრობ, რუსეთი ამაზე წავა და იგივე ტაქტიკას აირჩევს, რაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისას გამოუყენა. ასეთი პლაცდარმი რუსეთისათვის ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელი ტერიტორია შეიძლება იყოს, რათა ჰქონდეთ როგორც საზღვაო წვდომა, ასევე სახმელეთო ხიდი ყირიმთან.

 

ადრეც ავღნიშნე, რომ რუსეთს მაინც გაუჭირდება გრძელვადიანი ომის წარმოება, რაც გარდა ახალი სანქციებისა, დიდ ადამიანურ დანაკარგებსაც მოიტანს. დიდი ალბათობით ეს შეტევა იქნება ბლიც კრიგზე აგებული, სწრაფი და ხანმოკლე, რაც შეიძლება დიდი ტერიტორიის დასაკავებლად. ამ შედარებით მოკლევადიან სცენარში, რუსეთი ისედაც “შეშფოთებულ ევროპასთან” ამის შემდეგ დაიწყებს სარფიან ვაჭრობას, რას დააბრუნებს და რას არა, თუმცა მიიჩნევა, რომ არ დათმობს სამხრეთ ნაწილს. საქართველოსთან 5 დღიანი ომის დროს, ზუგდიდშიც იყო შემოსული და თბილისამდეც მოსული.

 

ბუქარესტის 2008 წლის სამიტიდან, როდესაც გაკეთდა ცნობილი ჩანაწერი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, არაერთი სამიტი გაიმართა, თითქმის 14 წელი გავიდა და დღესაც კი გაურკვეველია ჩვენი ნატოში მიღების მიახლოებული თარიღიც კი.

 

დაპირებები, რომ ნატოს კარი ჩვენთვის ღია რჩება, რეალური გადაწყვეტილებების გარეშე, აქტუალობას ნელ-ნელა კარგავს, რადგან მუდმივ გაურკვევლობაში ყოფნა, უვადოდ ვერ გაგრძელდება. ამასთან, რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე, ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას დიდი რისკის წინაშე აყენებს.

 

დასავლეთის შემოთავაზებებისაგან განსხვავებით, რუსეთმა მეტად დამაინტრიგებელი განცხადება, ჩვენს მისამართითაც გააჟღერა 3+3 ფორმატში ჩართვის სარგებელზე, იმის ხაზგასმით, რომ ამ რეგიონალურ პროექტში მონაწილეობა ჩვენ არაფერს დაგვავალდებულებს პოლიტიკური პოზიციების კუთხით. რუსეთის მაღალ დაინტერესებაზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ თუ მთავარ რუს დიპლომატს დაეჯერება, მათ თხოვნით უკვე მიუმართავთ თურქი აზერბაიჯანელი და სომეხი კოლეგებისათვის, ამ მომგებიან ფორმატში ჩასართავად, საქართველოს დასაინტერესებლად.

 

პოლიტიკური საკითხი, დროებით გვერდზე, რომ გავწიოთ საქართველო, რომელსაც აქვს რეგიონში ერთდროულად თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება სიდიდით მსოფლიოს ნომერ მეორე და მესამე მეგაეკონომიკებთან, ევროკავშირთან და ჩინეთთან, ამ პროექტიდან ეკონომიკურ სარგებელს ნამდვილად ნახავს და არც თუ მცირეს. აქ პერსპექტივაში ჩინური და ინდური სასაქონლო და ფულადი ნაკადებიც უნდა მივიღოთ აუცილებლად მხედველობაში.

 

რაც შეეხება წმინდა პოლიტიკურ მხარეს. მიმაჩნია, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს გაცილებით პროაქტიური და მეტად პროსუვენერული საგარეო პოლიტიკა, აქ რუსეთსაც ვგულისხმობ.

 

გასაგებია, რუსეთთან მოლაპარაკება იოილი არ იქნება, წინაპირობების გარეშეც კი. მაგრამ რადგან ინიციატივა რუსული მხარიდან წამოვიდა, ახლა სირაქლემის პოზაში დარჩენა და მუდმივად სხვის ზურგს ამოფარებაც არ მიმაჩნია მართებულად.

 

ამ ფუნქციის შესრულება თავისუფლად შეუძლია საქართველოს პრეზიდენტსაც. მას არც პოლიტიკური და მით უმეტეს დიპლომატიური გამოცდილება დაეწუნება, რაც გამაგრებულია მისი მაღალი საპრეზიდენტო სტატუსით.

 

ქალბატონ სალომეს ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება ჩვენი მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებს თავიც რომ დავანებოთ, ვაშინგტონშიც შეუძლია, ბრიუსელშიც, პეკინშიც, თეირანშიც და თქვენ წარმოიდგინეთ მოსკოვშიც.

ფეხები არც კრემლში შესვლისას დარჩება უკან, ხოლო გამოსვლის დროსაც არ ექნება ნირწანხდარი იერი.

 

ვფიქრობ, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამით ქვეყანა მხოლოდ მოიგებს, მით უმეტეს თუ “არაფერს დაგვავალდებულებს პოლიტიკური პოზიციების კუთხით”, რაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციებს უფრო გაგვიიოლებს და ამჯერად გარისკვადაც ნამდვილად ღირს”,- წერს ცუცქირიძე.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ