" თვითმკვლელობა ტრაგედიაა, თუმცა, კითხვებს იწვევს განახლებული პროტესტის გამომწვევი მიზეზები"- ზაალ ანჯაფარიძე

 "კითხვებს იწვევს სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულთა განახლებული პროტესტის გამომწვევი მიზეზები",- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში  ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე   სანატორიუმ ,,ქართლში” მომხდარ ტრაგედიას.

როგორც ანჯაფარიძე   წერს,  მას შემდეგ, რაც მთავრობა მათ 2022 წელს ბინებით უზრუნველყოფას დაჰპირდა გაუგებარია პროტესტის განახლების მიზეზი.

,,ადამიანის მიერ თვითმკვლელობა (იმედია გარემოებები დადგინდება), რა თქმა უნდა ტრაგედიაა. თუმცა, კითხვებს იწვევს სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულთა განახლებული პროტესტის გამომწვევი მიზეზები, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც მთავრობა მათ დაჰპირდა ბინებით უზრუნველყოფას, თანაც არა შორეულ მომავალში, არამედ უკვე 2022 წელს და ავარიული შენობიდან ქირით ალტერნატიულ ფართებში შესახლებას.

 

ბევრს შეიძლება ახსენდება ცნობილი ძალების ხელწერა და მათი ბოლოდროინდელი განცხადებები პროტესტის ახალი ტალღის აგორებაზე, რაც არაა საფუძველს მოკლებული. თუმცა, დაველოდოთ გამოძიებას.” - წერს ანჯაფარიძე facebook -ზე.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 

 

 

 

მსგავსი სიახლეები