დღე: 28

ღამე: 15

USD 2.7215

EUR 3.2155

მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის გამარჯვებულია 16.01.2022 23:05

მოფარიკავე სანდრო ბაზაძე თბილისში გამართული მსოფლიოს თასის გამარჯვებულია, - ამის შესახებ ინფომაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, მან დღეს თბილისში გამართული მსოფლიო თასის ფინალში რუსი მეტოქე 15:8 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

 

 

„ეს არის ისტორიული გამარჯვება, ვინაიდან სანდრო ბაზაძე არის პირველი ქართველი მოფარიკავე, რომელმაც მოიგო მსოფლიო თასის გათამაშება. მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასი მოიგო“, - ნათქვამია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი :

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ