დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენის უფლება არ უნდა მივცეთ"- მიტ რომნი 17.01.2022 01:11

"შეერთებული შტატები და დასავლეთის ქვეყნები ვალდებულნი არიან, ხელი შეუშალონ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, საბჭოთა კავშირის რაიმე ფორმით ხელახლა შექმნაში"- ამის შესახებ რესპუბლიკელმა სენატორმა მიტ რომნიმ NBC-ის ეთერში განაცხადა.

 

 

"პუტინი ცდილობს აღადგინოს ის, რაც ადრე ჰქონდა. ამის დაშვება არ შეიძლება", - თქვა რომნიმ.

 

 

სენატორის თქმით, პუტინი ნატოს დაქუცმაცებას და დასუსტებას ცდილობს.

 

 

"პუტინი ცდილობს ნატოს დაშლას და მის დასუსტებას. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ნატო არამხოლოდ რუსეთისთვის, არამედ ჩინეთისთვისაც", - აღნიშნა სენატორმა.

 

 

მიტ რომნის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ხელთ არსებული ერთ-ერთ ბერკეტი "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის დახურვაა. სენატორმა გაიხსენა, რომ სენატში ინიცირებული კანონის პროექტი, რომელიც მილსადენის წინააღდეგ სანქციებს ითვალისწინებდა, დემოკრატმა სენატორებმა დაბლოკეს.

 

"ჩვენ უნდა ვუთხრათ პუტინს, რომ თუ რაიმე ქმედებას დააპირებს უკრაინის წინააღმდეგ, ის დაკარგავს ამ სიმდიდრეს, "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის სახით", - დასძინა სენატორმა.

 

რამდენიმე დღის წინ, სენატმა კენჭისყრაზე უარყო კანონპროექტი, რომელიც რუსული გაზსადენის პროექტის "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ