დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

დღეიდან კარანტინის და იზოლაციის დღეები იცვლება 17.01.2022 01:40

17 იანვრიდან  ვაქცინირებული პირებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება.  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით,  იზოლაცია-კარანტინის ვადები სხვადასხვა იქნება ვაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი პირებისთვის.  გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღო.​

 

იზოლაციისა და კარანტინის ვადები შემდეგნაირად განისაზღვრა:

 

„ასიმპტომური, მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაცია კარანტინისთვის დაწესებული ვადები იქნება რვა დღე. ამასთან, სიმპტომების ალაგებიდან უნდა იყოს გასული სულ მცირე 24 საათი და იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.

 

საშუალოდ და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის სულ მცირე არის 10 დღე ვადა და სახეზე უნდა იყოს სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში. აქაც იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო ხუთი დღე მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.

 

იზოლაციის ვადები მცირდება კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირებისთვისაც:

რაც შეეხება კონტაქტებს, კონტაქტების შემთხვევაშიც მცირდება და მსუბუქდება ვადები. თუ კონტაქტი არის ვაქცინირებული, მათ შორის ბუსტერით ვაქცინირებული პირები და პირები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ მხოლოდ პირველი ორი დოზა, ამ დოზების მიღებიდან ორი კვირის-90 დღის ვადაში მათ კარანტინის ვადა ეხსნებათ. ანუ არ არის საჭირო მათთვის კარანტინი. ასევე პირებს, კოვიდინფექციის განდატანიდან 60 დღის მანძილზე ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში, კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ შეუძლიათ, აღარ იყვნენ კარანტინში.

 

რაც შეეხებათ არავაქცინირებულ პირებს, აქ მაინც რჩება რეკომენდაცია, რომ კონტაქტის შემდეგ რვა დღის განმავლობაში უნდა დარჩნენ კარანტინში და 9-12 დღის განმავლობაში უნდა გამოიყენონ პირბადე.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის  განცხადებით, იზოლაციისა და კარანტინის ვადების შეცირების   გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღო.​


ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ