დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"თითი არ გაგინძრევიათ მათთვის, მაცივრების და ტელევიზორების გადამალვის გარდა" - ამირან სალუქვაძე 17.01.2022 02:29

 

"დევნილთა საკითხზე ნებისმიერი პარტიის კრიტიკა მიიღება, გარდა მოქმედი ან ყოფილი ნაცმოძრაობისა“, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე  სანატორიუმ "ქართლში" მომხდარ ინციდენტს.

 

"დევნილთა საკითხზე ნებისმიერი პარტიის კრიტიკა მიიღება, გარდა მოქმედი ან ყოფილი ნაცმოძრაობისა და მათი მედია საშუალებებისა. თითი არ გაგინძრევიათ მათთვის, მაცივრების და ტელევიზორების გადამალვის გარდა. ყოფილ მოქკავშირსაც ეხება და ლელოც თქვენთანაა.

 

თუ სწორად მახსოვს რიცხვი, 27 ათას ოჯახს (რამდენი ადამიანია?) გადაეცა ბინა ან სახლი. მთელი კვარტლები აშენდა. წინა ორი ხელისუფლების დაგროვილი პრობლემების გადაჭრა დაიწყო.

 

წაიკითხეთ სამინისტროს განცხადება. ვინც ზემოთ ჩამოვთვალე, მათ გარდა, ყველას შეუძლია იმსჯელოს პღობლემაზეც და უწყების განცხადებაზეც, როგორ შეიძლება უკეთ მოგვარდეს დევნილთა პრობლემები. განცხადებაში კონკრეტული შეთავაზებებია," - წერს  სალუქვაძე.

 

 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ თემქაზე, სანატორიუმ "ქართლში" მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სანატორიუმ "ქართლში" მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რასაც დევნილი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოძიება დაიწყო

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ