დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს 17.01.2022 19:27

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს, რომლებსაც ბელარუსიდან მიგრანტების უკანონოდ გადაყვანაში ედებათ ბრალი.

ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

 

მედიის ცნობით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ცხრა წევრს ბელარუსიდან პოლონეთში მიგრანტები უკანონოდ გადაჰყავდათ და გერმანიაში გამგზავრებაში ეხმარებოდნენ.

 

პროკურატურის პრესსპიკერის, არტურ შიკულას განცხადებით, დაკავებულების უმრავლესობამ სავარაუდო დანაშაული აღიარა. ოთხ ეჭვმიტანილთან დაკავშირებით პროკურორმა სასამართლოს დროებითი პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა, რაც დაკმაყოფილდა. დარჩენილ პირებზე პრევენციული ღონისძიებები პოლიციის ზედამხედველობისა და ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის სახით იქნა გამოყენებული.

 

ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების საქმიანობა გასული წლის სექტემბრიდან მიმდინარე წლის იანვრამდე პერიოდს მოიცავს. ჯგუფის წევრები პოდლასკის სავოევოდოში, ვარშავაში, ლოძში, ვროცლავსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში აქტიურობდნენ. ჩხრეკის დროს დაკავებულებს 475 000 ევრო და 30 000 დოლარი აღმოაჩნდათ. პოლონეთის პროკურატურის ინფორმაციით, ასევე დაკავებული არიან პოლონეთის, უკრაინისა და ტუნისის მოქალაქეები. საგამოძიებო მოქმედებებში „ევროპოლიც“ იღებდა მონაწილეობას.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ