დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ემუქრება თუ არა სასურსათო მარაგებს საფრთხე - ლევან დავითაშვილის განმარტება 17.01.2022 19:37

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ხორბლის მარაგების კონტროლი მუდმივად მიმდინარეობს და მარაგების ამოწურვის საფრთხე არ არსებობს.

 

ამასთან, ლევან დავითაშვილის თქმით, ქვეყანა მზად არის, საჭიროების შემთხვევაში მყისიერი ნაბიჯები გადადგას.

 

„მინდა, გითხრათ, რომ პრემიერ-მინისტრი ხორბლის საკითხთან დაკავშირებით ყველა დეტალზე ინფორმირებულია. მას ყოველდღიურად მიეწოდება ინფორმაცია სექტორთან დაკავშირებით. თუ ჩვენ რამის მოგვარება და გადაწყვეტა შეგვიძლია, ამისთვის გვაქვს სამუშაო ფორმატი და ამ დიალოგის ფორმატში შეგვიძლია, მოვაგვაროთ. ასოციაციასთან რეგულარული კომუნიკაცია გვაქვს. ამ პროცესს შემდგომშიც გავაგრძელებთ. რაც შეეხება მარაგებს, იცით, რომ სასურსათო მარაგების მონიტორინგს მუდმივად ვახორციელებთ. ვფიქრობ, ცოტა უპასუხისმგებლოა განცხადება, როდესაც ამბობენ, რომ რაღაც მემორანდუმიდან გავდივართ. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ მეტად პასუხისმგებლიანი იყოს ბიზნესი. მეორე, როდესაც მარაგების საფრთხე რეალურად იდგა პანდემიის დაწყების დროს, მაშინ ჩვენ შესაბამისი ნაბიჯები გადავდგით. ახლა ეს საფრთხე არ არსებობს.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სასურსათო უსაფრთხოების კუთხით ნაბიჯები გადავდგათ ისე, რომ პირველ რიგში გვქონდეს ადეკვატური მარაგები და მოსახლეობას უწყვეტად მიეწოდებოდეს ყველა პროდუქტი. მეორეს მხრივ კი, ეს მიზანი მიღწეული უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად მინიმალური დანახარჯებით. შესაბამისად, ამ მოცემულობებიდან გამომდინარე მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც იქნება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის და ბიზნესის ინტერესში.

 

ცალმხრივად, მხოლოდ ერთი მხარის ინტერესი გავითვალიწინოთ, ასე ვერ იქნება. რომ შევაჯამოთ, გავაგრძელებთ დიალოგს მწარმოებლებთან და იმედია, გარკვეულ გადაწყვეტილებამდე მივალთ. მეორე – სასურსათო უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება. მესამე არის არაორდინალური ვითარება მსოფლიო ბაზარზე, რაც გამოწვეულია ზოგიერთი ქვეყნის არარაციონალური გადაწყვეტილებებით, მაგრამ ამის დაბალანსებას ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ