დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"საავამდყოფოების გადატვირთვის საფრთხე დადგება" - ახალი ანტირეკორდი და სპეციალისტების შემაშფოთებელი პროგნოზი 19.01.2022 15:09

19 იანვარს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8728 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პანდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სპეციალისტთა შეფასებით, ეს მხოლოდ დასაწყისია და მომდევნო 10 დღე ამ მხრივ შესაძლოა კრიტიკული იყოს, რის შემდეგაც საავამდყოფოების გადატვირთვის საფრთხე დადგება”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, კრიტიკული 10 დღე - ახალი ანტირეკორდი და სპეციალისტების შემაშფოთებელი პროგნოზი

 

„ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები ქვეყანაში „ომიკრონის“ გავრცელების მასშტაბის ზრდასთან ერთად ყოველდღიური ახალი შემთხვევების კიდევ უფრო ზრდას იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში ელიან. როგორც ისინი „რეზონანსთან“ აღნიშნავენ, მიუხედავად „ომიკრონის“ მსუბუქი მიმდინარეობისა, მას სწრაფი გავრცელება ახასიათებს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი კი აუცრელია, რაც რისკებს ზრდის. ამიტომაც მოსახლეობას მასობრივი აცრისკენ და რეკომენდაციების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ 10 დღეში ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა 10 000-მდეც კი მიაღწიოს. 18 იანვარის მონაცემებით, კოვიდს კიდევ 31 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 3 160 პაციენტი. ბოლო 24 საათში ჩატარდა 56 367 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 38 892, ხოლო პისიარ ტესტით - 17 475. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელმა 13,34%, ბოლო 14 დღის განმავლობაში 10% ხოლო ბოლო 7 დღეში 10,26% შეადგინა. 18 იანვარს ქვეყნის მასშტაბით 9 290 აცრა ჩატარდა. სულ ქვეყანაში ჩატარებულია - 2 622 459 აცრა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ აღნიშნა, „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევები ძირითადად ახალგაზრდებში ვლინდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

„დღეს გვაქვს შემთხვევების რაოდენობის ე.წ. ანტირეკორდი - 7521, რომელიც პანდემიის პერიოდში ჯერ არ ყოფილა. „ომიკრონის“ 1 254 შემთხვევიდან ინფიცირებულთა საშუალო ასაკი გახლავთ დაახლოებით 33,8. ანუ უფრო ახალგაზრდა ასაკს აზიანებს. „ამ 1254 შემთხვევიდან სტაციონარში მოხდა მხოლოდ 14 ადამიანი - დაახლოებით 1% და აქედან 13 პაციენტი უკვე გაწერილია. სტაციონარიზაციის ძირითადი ინდიკატორი გახლდათ თანმხლები დაავადებები და არა კოვიდის სიმძიმე. „ჯერჯერობით „ომიკრონით“ გამოწვეული შემთხვევები, „დელტასთან“ შედარებით, მიმდინარეობს მსუბუქად, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ უნდა მოვდუნდეთ“, - აცხადებს ის. აღსანიშნავია, რომ „ომიკრონით ინფიცირებულთა დიდი ნაწილი 2 დოზითა და „ბუსტერით“ იყო ვაქცინერუბლი, რამაც შეამცირა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან“ ამბობს, რომ იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში ქვეყანაში „ომიკრონით“ მოსახლეობის საკამოდ დიდი რაოდენობა დაინფიცირდება. ამასთან, შესაძლოა ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობამ 10 000-მდეც კი მიაღწიოს”, - განაგრძობს გამოცემა.

 

„ომიკრონს“ ძალიან სწრაფი გავრცელება ახასიათებს. ამიტომაც რისკები უფრო დიდია, რომ სამი-ოთხი კვირის განმავლობაში ქვეყანაში გადადების მასშტაბი გაიზარდოს. მე-6 ტალღას ვეღარ ავიცილებთ და ვერც ამ მასშტაბის შემცირებას შევძლებთ, მაგრამ შეგვიძლია უბრალოდ უკეთესად მოვემზადოთ. აქ იგულისხმება ის, რომ ამბულატორიული და ოჯახის ექიმის რგოლი მზად უნდა იყოს. პირველადი მიმართვიანობის დროს ადამიანმა ადეკვატური მკურნალობა უნდა მიიღოს. ჰოსპიტალური სექტორის გამართულობა და მზადყოფნაც მნიშვნელოვანია. „მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონს“ მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს, მძიმე პაციენტები მაინც გვეყოლება. ამიტომაც მნიშვნელოვანია ჰოსპიტალური სექტორი უფრო მომზადებული იყოს. „თავის მხრივ კი ვაქცინაციის პროცესი უნდა გააქტიურდეს. განსაკუთრებით იმ ასაკობრივ ჯგუფში, რომლსაც ქრონიკული დაავადებები, ან იმუნური დეფიციტი აქვთ“, - ამბობს გოგინავა „რეზონანსთან“. მისივე თქმით, „ომიკრონის“ მიმართ მოსახლეობა არ უნდა მოდუნდეს და არ უნდა იფიქროს, რადგანაც მსუბუქი მიმდინარეობა აქვს, მას ყურდღება არ სჭირდება. ის იმ ადამიანებში, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, ისეთივე გართულებით მიდის, როგორც სხვა შტამები. ამიტომ პრევენციისთვის საჭიროა, რომ რიკს ჯგუფში მყოფმა ადამიანებმა ვაქცინაციის „ბუსტერ“ დოზაც გაიკეთონ. „სამწაუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მეტრო, ავტობუსი და მიკროავტობუსები ყველაზე დიდი პრობლემაა. ეპიდემიის დროს ტრანსპორტი აქილევსის ქუსლად იქცა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ავტობუსებების და მეტროს ვაგონების დამატებაა მოხდეს. თუ ადამაინები რეკომენდაციებით და დისტანციის დაცვით იმგზავრებენ, რისკები ნაკლები იქნება. ამიტომ მუნიციპალური ტრანსპორტი უნდა მოწესრიგდეს. „რაც შეეხება პირბადის ტარებას, რა თქმა უნდა, „ომიკრონთან“ KN95 პირბადეები და რესპირატორები უფრო ეფექტურად მუშაობს. თუმცა მისი ყველგან გამოყენება არ შეიძლება. მას მუდმივად ქუჩაში ვერ გავიკეთებთ. ასევე მისი რაოდენობაც ქვეყანაში იმდენი არ არის, რომ ყიდვა ყველამ შეძლოს. ამიტომ სჯობია ეს სპეციალური პირბადეები მხოლოდ მაღალი რისკის ადგილებში და სამსახურებში იყოს გამოყენებული. მაგალითად, ეს უნდა იხმარონ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებმა. ჩვეულებრივ პირბადესაც დაცვა აქვს და მისი სწორად და ხშირად გამოყენება გადადების თავიდან აცილებაში დაგვეხმარება“, - ამბობს გოგინავა „რეზონანსთან“, - დასძენს გამოცემა.

 

ექიმი ვახტანგ კალოიანი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში “ომიკრონის“ მასიური გავრცელების რეჟიმში ვიმყოფებით. როგორც კალოიანი „რეზონანსთან“ ამბობს, ქვეყნის ჯანდაცვის სიტემა მობილიზებული უნდა იყოს იმისთვის, რომ ეპიდემიის მორიგი ტალღის დარტყმის ზიანი შემცირდეს. ამისთვის მოსახლეობის დროული დიაგნოსტიკა და თანმიმდევრული რეკომენდაციების გაცემაა საჭირო. „ქვეყანა უკვე „ომიკრონის“ მასობრივი გავცელების ფაზაში იმყოფება. ამიტომაც სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ დარტყმის სიმძლავრე ძალიან ძლიერი არ იყოს და არსებული მინიმალური რეკომენდაციები მაინც შესრულდეს. აუცილებელია, რომ თავშეყრის ადგილების რაოდენობის შეზღუდვა მოხდეს. ასევე მოსახლეობის სწრაფი დიაგნოსტიკა და რეკომენდაცია მოვახდინოთ. ასევე ჰოსპიტალური და ამბულატორიული სექტორის მობილიზება მოხდეს. „სამწუხაროდ აღსრულების, ლაბორატორიულის და პირველადი ჯანდაცვის სისტემებში დიდი ჩავარდნები გვაქვს. ჰოსპიტალური სექტორი ეპიდემიის გავრცელების პირველივე დღიდან პრობლემაა. მართალია, გარკვეული გამოცდილება დაგროვდა, მაგრამ მისი სისტემატიზაცია და იმპლემენტაცია ისე ვერ ხდება, როგორც საჭიროა. „რაც შეეხება ზოგად რეკომენდაციას, მსგავსი ეპიდემიების დროს ნებისმიერი რესპირატორული სიმპტომატიკა აღქმული უნდა იქნას, როგორც კორონავირუსი მიუხედავად იმისა, ეს ლაბორატორიულად დადასტურებული იქნება თუ არა. ამას ძალიან დიდი ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მნიშვნელობა აქვს“, - ამბობს კალოიანი „რეზონანსთან“. მისივე თქმით, „ომიკრონის“ დროს ჰოსპიტალიზება დაბალია, თუმცა აქაც ვაქცინაციის და ბუსტერიზაციის მასშტაბზეა დამოკიდებული. კალოიანი ამბობს, რომ საქართველოში მომდევნო 10 დღეს ძალიან სიფრთხილით უყრებს, რადგანაც ინფიცირებულები კლინიკურ გამოვლენას დაიწყებენ. განსაკუთრებით ისინი, რომლებიც აცრილები არ არიან. „ყველა ინფიცირებულის 50% ჯერჯერობით ვაქცინირებულია. ამიტომაც ქვეყანაში „ომიკრონით“ დაავადებულების დიდ ნაწილს ის ადვილად გადააქვს. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ამ 10 დღეში „ომიკრონის“ გავრცელება უკვე არავაქცინირებულ პირებში გაგრძელდება და მაშინ უკვე ჰოსპიტალურ სექტორს დიდი დატვირთვა მიადგება. ეს ლოგიკა არსებობს, რომელიც ჩვნი ქვეყნის მაგალითზე საშიშია“, - ამბობს კალოიანი „რეზონანსთან“, - წერს სტატიის ავტორი.

ავტორ(ებ)ი : გაზეთი „რეზონანსი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ