დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"ეკონომიკური აქტივობის სწრაფი ტემპით აღდგენის ფონზე, 2021 წლის შეჯამება ექსპორტის სარეკორდო ზრდის დინამიკითაც შეიძლება" 20.01.2022 11:44

ეკონომიკური აქტივობის სწრაფი ტემპით აღდგენის ფონზე,  2021 წლის შეჯამება ექსპორტის სარეკორდო ზრდის დინამიკითაც შეიძლება. ექსპორტის და რაც მთავარია ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რე-ექსპორტის გამორიცხვით) რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა.  აღნიშნულმა მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა თვით 2019 წლის  ანუ პანდემიამდე პერიოდის მოცულობასაც კი!, - წერს სოციალურ ქსელში ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე. 

 

მისივე განმარტებით, 2021 წელს ექსპორტის მაღალი ზრდა ადგილობრივი ექსპორტის ასევე სარეკორდო ზრდით იყო განპირობებული.

 

"კერძოდ, 2021 წელს ადგილობრივი ექსპორტი მთელი 30 %-ით გაიზარდა და რეკორდული მაჩვენებელი 3,127 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია და  მთლიანი ექსპორტის 73.7 პროცენტია(2019 წელს ანალოგიური მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები 60% იყო).

 

ნიშანდობლივია, რომ ადგილობრივი ექსპორტი ანუ საქართველოში  წარმოებული პროდუქციის დინამიკა 2020 წელსაც მზარდი იყო, ხოლო 2019 წელთან, პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით ადგილობრივი ექსპორტი 34.5%-ით არის გაზრდილი. 

 

2021 წელს საქონლის მთლიანი ექსპორტი წინა წელთან შედარებით გაიზარდა 26.9 პროცენტით და 4,242.3 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი ასევე  25.1 პროცენტით აღემატება  აღემატება წინა წლის მონაცემს და 10,073 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. 2021 წელს დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი 11.7%-ით აღემატება 2019 წლის (პანდემიამდე) მონაცემს, როცა ექსპორტის რეკორდული მოცულობა (3,798.4 მლნ. აშშ. დოლარი) დაფიქსირდა. 

 

2021 წელს სავაჭრო ბრუნვა 25.6 პროცენტით გაიზარდა და 14,315.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 7.5 პროცენტით აღემატება 2019 წლის მონაცემს.

 

ექსპორტის ზრდასთან ერთად, შემცირების ტენდენციით ხასიათდება სავაჭრო დეფიციტის მაჩვენებელი სავაჭრო ბრუნვაში. 2021 წელს სავაჭრო დეფიციტი  საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტით  განისაზღვრა და წინა წელთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა, ხოლო 2019 წელთან შედარებით 3 პროცენტით არის შემცირებული. შესაბამისად, ექსპორტის ზრდის დინამიკის იმპორტზე გადაფარვის დინამიკა მხოლოდ დადებითად აისახა სავალუტო კურსზე და მთლიანად საგადამხდელო ბალანსზე.

 

რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ქვეყნების მიხედვით, 2021 წელს ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ყველა წამყვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყანასთან.  რუსეთში (38.3%-ით, 610.0 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა), აზერბაიჯანში (20.5%-ით, 531.7 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა), უკრაინაში (41.3%-ით, 307.3 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა), სომხეთში (36.9%-ით, 256.7 მლნ. აშშ. დოლარს, ჩინეთში (29.0%-ით და 615.6 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა). ექსპორტის ძალზე მაღალი ზრდა  დაფიქსირდა თურქეთში (69.1%-ით, 322.2 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა), აშშ-ში (143.2%-ით და 194.7 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა),  გაუტოლდა) და ყაზახეთში  (102.0%-ით, 96.2 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა).

 

აღსანიშნავია, რომ უმსხვილესი ადგილობრივი საექსპორტო პროდუქტებიდან 2021 წელს  ფეროშენადნობის ( გაიზარდა 93.5%-ით და 477.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), აზოტოვანი სასუქებისა (65.4%-ით და 119.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (4.7%-ით და 815.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) ექსპორტთან ერთად, ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ყურძნის ნატურალური ღვინოების ( 13.7%-ით და 237.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), დაგაზიანებული წყლების (გაიზარდა 84.8%-ით და 57.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), მინერალური და მტკნარი წყლების (გაიზარდა 21.6%-ით და 141.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა),  თხილისა და კაკლის (24.8%-ით და 116.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), და ტრიკოტაჟის ნაწარმის (გაიზარდა 58.0%-ით და 63.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა)  ადგილობრივი ექსპორტი. 

 

რაც შეეხება იმპორტს, 2021 წელს გაიზარდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ზრდასთან  (65.0%-ით) ერთად, რაც ეკონომიკური აქტივობის კიდევ ერთი მაჩვენებელია, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი  გამომთვლელი მანქანების (127.9%-ით), ვაქცინების (169.4%-ით), სატელეფონო აპარატების (34.9%-ით), სამკურნალო საშუალებების (16.8%-ით),  სატვირთო ავტომობილების (45.4%-ით)  იმპორტი.

 

გაზრდილი საექსპორტო პროდუქცია ეკონომიკის უფრო მეტ თვითკმარობასაც უზრუნველყოფს, ხოლო ადგილობრივი ნაწარმის სახით ქმნის რა დამატებულ ღირებულებას ეკონომიკაში, ეკონომიკის ზრდის და დასაქმების კონტრიბუციასთან ერთად, ლარის გამყარების მნიშვნელოვან ფუნდამენტურ ფაქტორსაც წარმოადგენს. 

 

ბოლო ორ წელიწადში ექსპორტის ზრდაზე მხოლოდ პოზიტიურად აისახა  ადგილობრივი წარმოების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების ზრდა, რაც არ შემცირებულა პანდემიური პერიოდის ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად.  ამასთან, უახლოეს წლებში ექსპორტის ზრდასთან ერთად მის დივერსიფიკაციაზე, ცალსახად დადებითი ეფექტი ექნება "აწარმოე საქართველოს"   პროგრამებში, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ექსპორტის მხარდამჭერი  თანადაფინანსების  მექანიზმების დამატებას და შესაბამისად, საბიუჯეტო დაფინანსების ზრდას. მარტო 2022 წლის ბიუჯეტში ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების თანადაფინანსება სარეკორდო 270 მილიონ ლარამდეა გაზრდილი", - წერს ცუცქირიძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ