20.01.2022 12:57
ფსიქოლოგი - ალექსანდრე რუსეცკი სოციალურ ქსელში "3+3" ფორმატის თაობაზე საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს, რომელსაც, "ჯორჯიან თაიმსი" უცვლელად გთავაზობთ:
"3+3" ფორმატის თაობაზე ზოგიერთი ჩემი მოსაზრება: ეს ფორმატი არაა რუსული. ქართველი რუსოფობებისთვის ის, რაც ცუდია, ყველაფერი რუსულია. ამ ფორმატის ინიციატორი ჯერ კიდევ 90-ში იყო ირანი, რომელიც ცდილობდა კავკასიურ ფორმატში შემობიჯებას. 2008 წლის ომის შედეგად, როდესაც რუსეთმა აიძულა თურქეთი, რომ გადაეხედა საჰაერო პოლიტიკისთვის და გაემიჯნა ერთმანეთისგან რეგიონული პოლიტიკა შვი-ზღვა/კასპიის ზღვის რეგიონის ფრომატი და მისი NATO-ში წევრობა. ამის შედეგად შეიქმნა რეგიონული და არარეგიონული აქტორების დაპირისპირების ფორმატი 2+3. ეს მოხდა 2008-ში ერდოღან-მედვედევის მოსკოვის შეხვედრაზე. ამის მერე თურქეთმა ღიად დაიწყო ორმაგი თამაში. ბუნებრივია, რომ დღეს ეს ფორმატი გაფართოვდა 3+3 ფორმატამდე. 2009 წელს ცხელ კვალზე კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის მიერ იყო გამოცემული წიგნი - "არქიპელაგი კავკასია - მითები და რეალური პოლიტიკა". პირველად მოხდა კავკასიური ფორმატების ინვენტარიზაცია. ამ ფორმატს ჩვენ დავარქვით GITARA - საქართველო-ირანი-თურქეთი-აზერბაიჯანი - რუსეთი-არმენია. სამწუხაროდ საგარეო საქმეთა სამინისტრო არც მაშინ და არც ახლა არ დაინტერესდა არც ერთი ჩვენი კვლევით რაც მაჩვენებელია იმის, რომ მათ საერთოდა არ გააჩნიათ ანალიტიკურ და სამეცნიერო საზოგადოებასთან ურთიერთობის კულტურა.
პროექტი GITARA (3+3) - შემოთავაზება საქართველოსთვის ნიშნავს იმას, რომ მან უარი უნდა თქვას არარეგიონულ აქტორებთან თანამშრომლობაზე. საქართველოს ხელისუფლება ამას ვერ გააკეთებს და რუსეთმა ეს ძალიან კარგად იცის, ამიტომ საქართველოდან უარი წარმოადგენს საფუძველს იმისთვის, რომ მოინახოს რუსეთის და ამავე დროს თურქეთის და ირანის აგრესიული პოლიტიკის გამართლების საბაბი. საქართველომ უარი კი არ უნდა თქვას ამ ფორმატზე არამედ უნდა შესთავაზოს საერთაშორისო საზოგადოებას ახალი ინოვაციური ჰოლისტური მოდელი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ფორმატის თანაარსებობას. ამ ფორმატების რაობა წარმოდგენილია ზემოთ ნახსენებ წიგნში. დიდ ინტერესს წარმოადგენს მალხაზ გულაშვილის მიერ შარშან წარმოდგენილი ფორმატი 3+3+3, რომელშიც ის გულისხმობს ჩინეთის, აშშ-ს და ევროკავშირის მონაწილეობას. ასევე, ჩვენს მიერ შექმნილია ახალი მიდგომა გაფართოებული შავი ზღვის თანამშრომლობის თაობაზე. თებერვალში მოხდება მაგ ნაშრომის პრეზენტაციაც. თბილისმა უნდა მოახდინოს გეოპოლიტიკური დეპოზიციონირება - ის უნდა გახდეს სამშვიდობო ინიციატივების გეოპოლიტიკური ცენტრი. აქ უნდა კარგად გავიგოთ რომ ამ უნიკალურ ქალაქს გააჩნია სხვა და სხვა როლი:
საქართველოს დედაქალაქი;
კავკასიის ცენტრი;
შვიდ და კასპიის რეგიონების ცენტრი;
დასავლეთ-აღმოსავლეთის დიალოგის ცენტრი;
გეოპოლიტიკური პოლიტიკის ცენტრი.
ამ 4 შესაძლებლობის დაყვანა არსებულ ერთამდე წარმოადგენს პროვინციული პოლიტიკის მაგალითს რომელსაც ახორციელებს საქართველოს ხელისუფლება ბოლო 30 წლის განმავლობაში და ეს არის დაკარგული შესაძლებლობები.
მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები ამის თაობაზე", - წერს ალექსანდრე რუსეცკი.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge