დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"კლდეში გამოკვეთილი ეკლესიებისა და იდუმალი მეგალითური ნაგებობების მხარე" - გერმანული მედია საქართველოზე 20.01.2022 16:43

გერმანიის სამაუწყებლო ტელერადიოკომპანია „ნორდდდოიჩე რუდფუნკმა“ (NDR - Norddeutscher Rundfunk) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ანონსი ტრადიციული სამოგზაურო გადაცემისა „ჰამბურგიდან ჰაიტამდე: საქართველო“, რომელიც ამჯერად ჩვენს ქვეყანას ეხება. 

 

ვიდეოსიუჟეტის ავტორი, გერმანელი ჟურნალისტი ტატიანა მონტიკი, რომელიც საქართველოში გასული წლის სექტემბრის დასაწყისში იმყოფებოდა, ტელემაყურებლებს და მოგზაურობის მოყვარულებს უზიარებს თავის შთაბეჭდილებებს ჩვენი ქვეყნის  ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ, კერძოდ, სამხრეთ საქართველოში - მესხეთ-ჯავახეთში - იგი ხვდება და ესაუბრება რუს დუხობორებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - პანკისის ხეობაში - ადგილობრივ ქისტებს (ჩეჩნებს).

 

გთავაზობთ „ნორდდოიჩე რუდფუნკის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული პუბლიკაციის (ანონსის) ტექსტს. რაც შეეხება უშუალოდ ვიდეოსიუჟეტს, ის ტელეეთერში 6 თებერვალს იქნება გაშვებული.

 

„კავკასია ძველთაგანვე ცნობილია როგორც მრავალი ხალხებისა და ეთნიკური ჯგუფების წარმოშობა-ჩამოყალიბების აკვნად და მათი დასახლების ადგილად. ჩეჩნები და რუსი დუხობორები“ სამხრეთ კავკასიაში მე-19 საუკუნეში დასახლდნენ. მათ საქართველოსთან განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებთ, მადლიერებისა და პატივისცემის გრძნობა, რაც ქართველების მხრიდან გამოჩენილი სტუმართმოყვარეობით აიხსნება.

 

ჩვენი კორესპონდენტი ტატიანა მონტიკი საქართველოში იმყოფებოდა, მან მოინახულა რუსი დუხობორები და ჩეჩნები, ესაუბრა მათ და ყოფა-ცხოვრებას გაეცნო. 

 

რუსი დუხობორები სამხრეთ საქართველოში ცხოვრობენ, კლდეში გამოკვეთილი ეკლესიებისა და იდუმალი მეგალითური ნაგებობების მხარეში. მათი რელიგიური რწმენა ახლოსაა პროტესტანტიზმთან. 

 

ქართველი ჩეჩნები აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე ენით აუწერელი სილამაზის მქონე პანკისის ხეობაში ცხოვრობენ. ტატიან მონტიკი მათთან რამდენიმე დღით ყოფნისას სხვადასხვა საჭმელების მომზადების წესს გაეცნო, მაგალითად, ჭინჭრისაგან, რომელსაც, ადგილობრივი მცხოვრებლების აზრით, მაგიური ძალა აქვს. ჩვენმა ჟურნალისტმა გაიგო ის საიდუმლოც, თუ რატომ იციან კარგად ადგილობრივმა ახალგაზრდებმა ინგლისური ენა...“.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ