დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"საქართველო - 2008, უკრაინა - 2022?" - როგორი იქნება ომის მიმდინარეობა, თუ ის ნამდვილად მოხდება 20.01.2022 17:57

ბრიტანულ ჟურნალ „ნიუ სთეითესმან“-ში (New Statesman) ქვეყნდება სტატია სათაურით „როგორი იქნება რუსეთის შეტევა უკრაინაზე“ (ავტორი - იდო ბოკი). პუბლიკაციაში რუსეთ-უკრაინის ომის სავარაუდო სცენარებია განხილული, გაანალიზებულია დაპირისპირებულ მხარეთა განზრახვები, გეგმები და ა.შ.

 

„საქართველო - 2008, უკრაინა - 2022? მოსალოდნელი ომის კონტურები თანდათან უფრო მკაფიო ხდება. როგორი იქნება ომის მიმდინარეობა, თუ ის ნამდვილად მოხდება?

 

პირველი - საბრძოლო მოქმედებები დიდხანს არ გაჭიანურდება: ხარჯი მოსკოვს ძალიან დიდი ექნება, სარგებელი კი შეზღუდული. დაკავებული ტერიტორიის შენარჩუნებაც გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომ რუსეთი რომელიღაც ხაზზე გაჩერდება.

 

მეორე - რუსეთის შეჭრა ელვისებური იქნება, რომ გაანადგუროს უკრაინის სამხედრო პოტენციალი და საზოგადოებაში პოლიტიკური ქაოსი შეიტანოს. გავიხსენოთ, რომ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის აქტიური ფაზა მხოლოდ ხუთ დღეს გაგრძელდა. იმ დროს რუსეთის არმიამ მასირებული შეტევა განახორციელა, რათა სწრაფად გადაევლო საქართველოს არმიისათვის. რუსებმა საქართველოს ბევრი ქალაქი და დასახლებული პუნქტი დაიკავეს, მაგრამ საბოლოოდ, რამდენიმე თვის ოკუპაციის შემდეგ, ისინი თბილისს დაუბრუნეს.

 

მესამე - საეჭვოა, რომ განცხადებები - უკრაინის მთელი მოსახლეობა პარტიზანულ ბრძოლაში მიიღებს მონაწილეობას და უკრაინა რუსეთისათვის „მეორე ავღანეთი გახდებაო“ - სინამდვილეს შეესაბამება. დასავლეთს და უკრაინას რუსეთისათვის საპასუხო ნაბიჯები შეზღუდული აქვს. რუსეთის არმია, დიდი ალბათობით, კიევს ალყაში მოაქცევს, მაგრამ ქალაქში არ შევა. ასეთი შეჭრის შემთხვევაში რუსეთს მეტი უპირატესობა ექნება. მოსკოვი თავიდან აიცილებს ზედმეტ მსხვერპლს.

 

ამერიკა იმუქრება რომ რუსეთს „სვიფტ“-იდან (SWIFT) გამორთავს, რომელიც საერთაშორისო საბანკო გადახდების საინფორმაციო სისტემას წარმოადგენს, მაგრამ ამ განზრახვას საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, რადგან რუსეთის გამორთვა დასავლეთ ევროპას დიდ ეკონომიკურ ზარალს მოუტანს. არავინ იცის, რა შედეგები მოჰყვება რუსეთის საპასუხო ნაბიჯს, როცა მოსკოვი გაზის ვენტილს გადაატრიალებს და გაზსადენს გადაკეტავს. ევროპა ხომ თავისთვის საჭირო გაზის 40%-ს რუსეთისაგან იღებს. ასე რომ, ბევრს, ვისაც ამერიკის განცხადებები მოსწონთ, რომ რუსეთს მიმართ მკაცრ სანქციებს შემოიღებს, შედეგებზე წინასწარ უნდა დაფიქრდნენ - ვაითუ მათ ვაშინგტონის მოქმედება „ყელზე დაადგეთ“.

 

რასაკვირველია, ესკალაციას რუსეთისთვის ცუდი შედეგები ექნება. დაიღუპებიან რუსი ჯარისკაცები. გარდა ამისა, მართალია, რუსეთის ეკონომიკა სანქციებს უკვე დიდი ხანია შეგუებულია, ის მაინც დაზარალდება აშშ-ის მიერ მიღებული ზომებისაგან, რამაც, თავის მხრივ, მოსახლეობის პროტესტები შეიძლება გამოიწვიოს. ყაზახეთის შესახებაც ბევრი ფიქრობდა, რომ იქ მართვის სისტემა მტკიცე იყო, მაგრამ მოვლენებმა დაადასტურეს, რომ სტაბილური ავტორიტარიზმის სისტემა საკმაოდ მყიფეა. ასე რომ, ვლადიმერ პუტინი, ალბათ, ამ ყველაფერს კარგად ხვდება.

 

რუსულ შეტევას შეიძლება იმავენაირი დიპლომატიური ნაბიჯები მოჰყვეს, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში მოხდა. მოსკოვს შეუძლია ოფიციალურად აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები - ისევე, როგორც აღიარა საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონი - აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“. სხვა ვარიანტებს შორის შეიძლება ვიგულისხმოთ მათი სრული ინტეგრაცია რუსეთის შემადგენლობაში, როგორც ეს ყირიმის შემთხვევაში მოხდა.

 

გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, რომ მოსკოვმა საკონსტიტუციო სტატუს ქვო შეინარჩუნოს: კრემლი ისარგებლებს უკრაინაზე სამხედრო გამარჯვებით და კიევზე ზეწოლას განახორციელებს კონსტიტუციის შესაცვლელად. ძირითად კანონში ქვეყნის ფედერალური მოწყობა ჩაიწერება, სადაც ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებს ვეტოს უფლება ექნებათ. ანუ როცა უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი დადგება, დონბასის წარმომადგენელი მას ვეტოს დაადებს.

 

არავინ არ იცის, რას გეგმავს რუსეთი - შეიჭრება თუ არ შეიჭრება, მაგრამ ერთი რამ მკაფიოდ შეიძლება ითქვას: ვლადიმერ პუტინი ის კაცი არაა, რომელიც საქმეში ყველაფერს დებს, მერე უკან იხევს და სამაგიეროდ არაფერს არ იღებს. ამერიკის გაძევებას ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურიდან კრემლი ვერ ახერხებს, ახლა ვლადიმერ პუტინისათვის მთავარია სუფთა გამოვიდეს სიტუაციიდან და „სირცხვილი არ ჭამოს“.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ