დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"შავრაზმული იდეების გამმართლებელი, უცებ გმირი გახდა"- გიგა ბოკერია მეუფე ნიკოლოზზე 21.01.2022 00:56

 

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მარაზმს უწოდებს მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის იდეაზე მსჯელობას.

 საქმე ეხება ინიციატივას, რომ ყოფილი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი შინაპატიმრობაში, მეუფე ნიკოლოზის ეპარქიაში მოიხადოს.

 

ვინმეს თავდასხმა კი არ არის ჩემი ამოცანა. კი არ მერიდება, მაგრამ არც ამოცანაა. სიტყვა მარაზმი თუ რამეს შეეფერება არის ეს, რომ ჩვენ სერიოზულად ვიმსჯელოთ მეუფე ნიკოლოზის ამ წინადადებაზე. იქ ვიღაცები აქებენ მეუფე ნიკოლოზს, რომელიც შავრაზმული იდეების ცინიკურად გამმართლებელი იყო 5 ივლისით დაწყებული და ყველაფრით გაგრძელებული. ახლა რახან სააკაშვილზე კარგი რამე თქვა უცებ გმირია. სერიოზულად უნდა განვიხილოთ, კობახიძის კომენტირება მოვახდინოთ, მონასტერში გადაიყვანონ თუ არა პოლიტიკური პატიმარი, საქართველოს პრეზიდენტი. ეს არის გაშარჟება იმ სერიოზული პრობლემისა, რასაც პოლიტიკური დევნა ჰქვია. “ნაცმოძრაობისპროპაგანდა ამით არის დაკავებული და სამწუხაროდ, მედიის დიდი ნაწილი ამას არის აყოლილი და ეს არის ძალიან ცუდი ამბავი", — განაცხადა ბოკერიამ TV პირველის ეთერში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ