დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

"ვინ ქმნის დღის წესრიგს? – ერთი “ქართული ოცნება” და მეორე მიშა სააკაშვილი"- გიორგი ჩალაძე 21.01.2022 01:57

 

"თაობა უნდა წავიდეს, თქვას, რომ ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთო და წავიდეს,"-  ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ჩალაძემ განაცხადა.

ჩალაძის განცხადებით, მიშას ფაქტორის გამო ტივტივებს ყველა ოპოზიციური პარტია, მიშაა ერთადერთი მაცოცხლებელი,

 "თაობა უნდა წავიდეს, თქვას, რომ ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთო და წავიდეს,  დიახ, თაობის წასვლაში პოლიტიკურ სპექტრს ვგულისხმობ. ეს თაობა დალპა, ლპობის პროცესს ვამბობ ხანგრძლივს ეს თაობა ჩაბეტონდა წარსულში. ისინი აღარ არსებობენ".

კითხვაზე, მიშაც აღარ არსებობს? – პასუხობს:

 

“მიშა არსებობს და ფაქტია, რომ მიშას არსებობის გამო ყველა ოპოზიციური პარტია ტივტივებს. მიშაა ერთადერთი მაცოცხლებელი ფაქტორი,” – აცხადებს ენმ-ის წევრი.

 

 მისი თქმით, ოპოზიცია  უნდა  მიხვდეს ვინ ქმნის დღის წესრიგს.

 

“ავადმყოფის პრობლემაა, მისივე სნეულების არაღიარება. უნდა მიხვდეს ოპოზიცია, რომ ერთადერთი ცოცხალი და აქტუალური თემა მიშა სააკაშვილია. დღეს ვინ ქმნის დღის წესრიგს? – ერთი “ქართული ოცნება” და მეორე მიშა სააკაშვილი,” – თქვა გიორგი ჩალაძემ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ