დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

შეერთებულმა შტატებმა ოთხ ბელარუს ჩინოვნიკს საჰაერო მეკობრეობაში დასდო ბრალი - BBC-ი 21.01.2022 16:41

შეერთებულმა შტატებმა ოთხ ბელარუს ჩინოვნიკს საჰაერო მეკობრეობაში დასდო ბრალი, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, საქმე ეხება გასული წლის მაისში Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავისთვის მიმართულების შეცვლისა და მინსკში დასმის ფაქტს, როდესაც ოპოზიციონერი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი გოგო დააკავეს.

 

ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ჩინოვნიკებმა თვითმფრინავზე არსებული ბომბის შესახებ ინფორმაცია გააყალბეს. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, ბრალდებულები არიან ბელარუსის სახელმწიფო საჰაერო ნავიგაციის ორგანოს გენერალური დირექტორი და გენერალური დირექტორის მოადგილე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი, რომლებიც ბელარუსში იმყოფებიან.

 

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში გასამართლების შემთხვევაში მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.

 

შეგახსენებთ, გასულ წელს Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავს, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, მასზე ბომბის არსებობის საფრთხის მიზეზით, მიმართულება შეუცვალეს და მინსკში დასვეს, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი და მისი პარტნიორი სოფია საპეგა კი - დააკავეს. მომხდარმა საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია და აშშ-მა, ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ ბელარუსს სანქციები დაუწესეს. ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მაშინ განაცხადა, რომ ბომბის არსებობის შესახებ საფრთხე რეალური იყო და გადაწყვეტილება ბელარუსის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ