დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის" - ენტონი ბლინკენი 21.01.2022 18:32

 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია მკაფიოდ იმის თქმა, თუ რას არ ვიზამთ. ჩვენ უარს არ ვიტყვით ფუნდამენტურ პრინციპებზე. ჩვენ ამ პრინციპებს დავიცავთ. ერთ-ერთი ასეთი პრინციპი ნატოს ღია კარის პოლიტიკაა“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს რუსეთთან უთანხმოებების დიპლომატიური გზით გადაჭრის მიდგომას, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, მზად არის, სწრაფი და ხისტი პასუხი გასცეს.

 

„ჩვენ მხარს ვუჭერთ დიპლომატიისა და დიალოგის გზას, თუმცა თუ ეს შეუძლებელი აღმოჩნდება და რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გზას აირჩევს, ამას ერთობლივი, სწრაფი და ხისტი პასუხი მოჰყვება“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

 

ენტონი ბლინკენის განცხადებით, მან სერგეი ლავროვს უკრაინასთან საზღვრიდან ჯარების გაყვანა შესთავაზა, რათა რუსეთმა დაადასტუროს, რომ უკრაინაში შეჭრის გეგმები არ აქვს.

 

„ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ თუ რუსი სამხედროები უკრაინის საზღვარს გადაკვეთენ, ეს შეჭრა იქნება. ამას აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მხრიდან სწრაფი და ხისტი პასუხი მოჰყვება. ჩვენ ასევე ვიცით, რომ რუსეთს აგრესიული ზომების ვარიანტები აქვს, რომელიც სამხედრო ქმედებებს არ უკავშირდება. ამასაც მტკიცედ ვუპასუხებთ“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ