დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6788

EUR 2.8583

"შალვა ნათელაშვილი პარლამენტის წევრის მანდატს არ იმსახურებს"- ლევან იოსელიანი 21.01.2022 19:29

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის  განცხადებით, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი  პარლამენტის წევრის მანდატს არ იმსახურებს, რადგან მას 2008 წლიდან დღემდე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონ 113 ათასი ლარი აქვს წაღებული ისე, რომ პარლამენტში ერთხელ არ მისულა.

 

მისივე თქმით, შალვა ნათელაშვილი იყო ყველაზე უტაქტო მაკრიტიკებელი ყველა იმ ადამიანის, ვინც პარლამენტში შევიდა, “თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, ყველა თავის სიტყვას გადააბიჯა“.

„შალვა ნათელაშვილი ამ თანხას თუ დააბრუნებს, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რამდენად ლეგიტიმურია მისი პარლამენტში შემოსვლა. არ ვფიქრობ, რომ მანდატი გაძლევს უფლებას, ასე ხარჯო ხალხის ფული და ბიუჯეტის ფული პარტიულად თუ პერსონალურად წაიღო სახლში. დაუსვით კითხვა, როდის აპირებს, დააბრუნოს 5 მილიონ 113 ათასი ლარი? ისეთი პოლიტიკოსები, როგორიც შალვა ნათელაშვილია, პოლიტიკურ დისკვალიფიკაციას იმსახურებენ და მათი დრო ქართულ პოლიტიკაში აღარ არის. შალვა ნათელაშვილი იყო ყველაზე უტაქტო მაკრიტიკებელი ყველა იმ ადამიანის, ვინც პარლამენტში შევიდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მან ყველა თავის სიტყვას გადააბიჯა“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისი თქმით, ისეთი პოლიტიკოსები, როგორიც შალვა ნათელაშვილია, პოლიტიკურ დისკვალიფიკაციას იმსახურებს და მათი დრო ქართულ პოლიტიკაში აღარ არის.

 

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი „ფეისბუქზე“ გამოკითხვას ატარებს, შევიდეს თუ არა პარლამენტში.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ