დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"აშშ უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების ევაკუაციას განიხილავს" -Bloomberg 21.01.2022 23:32

 

აშშ უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების ევაკუაციის შესაძლებლობას განიხილავს.

 

ინფორმაციას  სააგენტო Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

წყაროების ინფორმაციით, გეგმის მიხედვით, არასასიცოცხლო მნიშვნელობის პერსონალი ნებაყოფლობით შეძლებს უკრაინიდან გასვლას, ხოლო დიპლომატების ოჯახის წევრებს სამშობლოში დაბრუნება დაევალებათ.

 

"იმ თანამშრომლებს, რომელთა მოვალეობებში არ შედის დიპლომატიური მისიის მუშაობისთვის კრიტიკული ფუნქციების შესრულება, ასევე შეეძლებათ ქვეყნიდან გასვლა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ისინი დამოუკიდებლად მიიღებენ", - წერს გამოცემა.

 

 

როგორც წყაროები აღნიშნავენ, აშშ-ის ადმინისტრაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში შეიძლება მიიღოს.

 

 

ერთ-ერთი წყაროს თქმით, ევაკუაციის გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ აშშ დარწმუნებულია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება და უბრალოდ გონივრულ მომზადებას ასახავს დაძაბულობის მატებასთან ერთად.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ