დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

რატომ გაუქმდა ევროპარლამენტარების ვიზიტი? 21.01.2022 23:53

 ევროპარლამენტარები, ვიოლა ფონ კრამონი, მირიამ მექსმანი და მარია კალიურანდი, აცხადებენ,  რომ მათი ვიზიტი საქართველოში, რომელიც 21-22 იანვარს იყო დაგეგმილი გაუქმდა.

 

„როგორც ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორები, მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ 21-22 იანვარს საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი არ შედგება, რადგან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ვერ გამონახა დრო ჩართულობისთვის.

ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტთან ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყების შესაძლებლობების გაცნობას. ამ დიალოგის ამოცანაა პარტიათა შორის დიალოგის განვითარება, რათა უკეთესი დემოკრატიული საპარლამენტო კულტურა და ნდობა ჩამოყალიბდეს. ჟან მონეს დიალოგი გახლავთ მედიაციის გამოცდილი და მოქნილი ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა ინტერესებისა და პოზიციების გათვალისწინება.

 

მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ ამ ამბიციური პროცესის დასაწყებად საჭირო პირობები ამ ეტაპზე არ არის შესრულებული.

 

გვჯერა, რომ საქართველოს პარლამენტი გადამწყვეტ როლს თამაშობს და ეკისრება პასუხისმგებლობა ქვეყანაში არსებული მავნე პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრასა და ინკლუზიური და რეფორმებზე ორიენტირებული დღის წესრიგის წინ წაწევაში. ქვეყნის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევებისა და მოქალაქეთა მოლოდინის გათვალისწინებით, ჩვენ კვლავაც მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს პარლამენტს ამ წამოწყებაში.

 

კარგად ჩამოყალიბებული ინსტიტუციური თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც უკვე არსებობს, ვთავაზობთ საქართველოს პარლამენტს, მოამზადოს საფუძველი ჟან მონეს პროცესის უახლოეს მომავალში დასაწყებად“, – აღნიშნულია განცხადებაში.",- აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ