დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"მნიშვნელოვანია უკრაინისა და საქართველოსთვის ნატო-ს კარის გაღება" - თინა ხიდაშელი 22.01.2022 01:39

"რუსეთმა აღიარა და ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ მთავარი, რისიც მას ეშინია არის მის საზღვრებთან მყოფი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნატოში გაწევრიანება, – ამის შესახებ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა  „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“  განაცხადა.

 

 

მისი თქმით, რუსეთის აგრესიის პრევენციისათვის აუცილებელია დასავლეთის მიერ უკრაინასა და საქართველოსთვის ნატოს კარის გაღება და ამავე დროს, სანქციების მუქარა კი არ უნდა იყოს აშშ-დან არამედ, „ეს სანქციები უკვე ძალაში უნდა იყოს მოყვანილი“.

 

„ორად ორი გზა არსებობს იმის პრევენციის, რომ პირველი, სახეზე არ იყოს შემდგომი ინტერვენცია და მეორე, ეს სტატუს-კვო, რომელშიც ახლა ვიმყოფებით და ოკუპაცია და ანექსია დასრულდეს. ამისათვის კი არ უნდა ვემუქრებოდეთ ისეთი არნახული სანქციებით, რომელიც თავზარდამცემი იქნება მისთვის, როგორც ამას ამბობენ დღეს ამერიკელები, არამედ ეს სანქციები უკვე ძალაში უნდა იყოს მოყვანილი და მეორე, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ეს არის უკრაინისა და საქართველოსთვის ნატოს კარის გაღება იმიტომ, რომ ეს არის, რისიც ყველაზე მეტად ეშინია რუსეთს. თუკი ამას ჩვენ ვამბობდით ლოგიკის, ანალიზის, არგუმენტების საფუძველზე, დღეს ეს უკვე ფაქტია იმიტომ, რომ თავად რუსეთმა აღიარა და ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ მთავარი, რისიც მას ეშინია არის მის საზღვრებთან მყოფი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნატოში გაწევრიანება და სწორედ ეს იქნება ყველაზე მთავარი პრევენცია, პრაქტიკულად უზრუნველყოფა იმისა, რომ შემდგომი ინტერვენცია აღარ მოხდეს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ