დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ვინ წარადგენს საქართველოს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 27.01.2022 12:49

აქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. აღმასკომის სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული მთავარი საკითხი - დამტკიცდა ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე (პეკინი, 4-20 თებერვალი, 2022 წელი) საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის პერსონალური შემადგენლობა.

 

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 2022 წლის 4-20 თებერვალს უმასპინძლებს, სადაც საქართველოდან სპორტის 3 სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა, ციგაობა) იასპარეზებს 9 სპორტსმენი. პეკინში ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი.

 

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობა

 

ოლიმპიური სოფელი

 

1. მორის ყვითელაშვილი - ფიგურული ციგურაობა

 

 

2. ლუკა ბერულავა - ფიგურული ციგურაობა

 

 

3. კარინა საფინა - ფიგურული ციგურაობა

 

 

4. გიორგი რევია - ფიგურული ციგურაობა

 

 

5. მარია კაზაკოვა - ფიგურული ციგურაობა

 

6. ანასტასია გუბანოვა - ფიგურული ციგურაობა

 

 

7. ნინო წიკლაური - სამთო თხილამურობა

 

 

8. სოსო ჯაფარიძე - სამთო თხილამურობა

 

 

9. საბა ქუმარიტაშვილი - ციგაობა

 

 


რეზერვი: ნიკა ეგაძე - ერთეულები (ფიგურული ციგურაობა); ალინა ურუშაძე - ერთეულები (ფიგურული ციგურაობა); დანილ პარკმანი /ანასტასია მეტოლკინა - სპორტული წყვილები (ფიგურული ციგურაობა)

 

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იქნებიან მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ