დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

"იქნებ თქვენც ჩაერთოთ?!" - ამირან სალუქვაძე ოპოზიციას 28.01.2022 13:17

საქართველოს საერთაშორისო ფინანსურ ჰაბად გადაქცევასთან დაკავშირებით როტშილდების ფონდთან უკვე კონკრეტული მუშაობა დაიწყო.


სანამ ოპოზიცია NDI-ს კვლევებში საკუთარი პარტიების დასახელებებს ვერ პოულობს, ხელისუფლება მუშაობს თავისი გეგმით.


იქნებ თქვენც ჩაერთოთ?!, - ასე მიმართავს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ოპოზიციას სოციალური ქსელით. 



"თუ გგონიათ საბიუჯეტო დაფინანსება ქუჩაში საძიძგილაოდ გაქვთ, გეშლებათ.


შეაყარე კედელს ცერცვი.


სხვათაშორის, ფინანსებს ეხება, ლარის გამყარება გრძელდება. დღეს 1USD ღირდა 3,04-3,05.


NDI წერს როცა ლარი პანიკირად ეცემოდა და რეკორდულ 3,46-ს მიაღწია, ხალხი უფრო კმაყოფილი იყო მთავრობითო. ანუ, NDI-ს აზრით, ლარის გამყარება, ეკონომიკის გამოცოცხლება, ონლაინ კაზინოების დახურვა და ფარმაცევტულ მონოპოლიებზე შეტევა ხალხს არ მოსწონს. ისე, ცალკე პოსტის თემაა", - წერს სალუქვაძე. 

 

ცნობისათვის, საქართველოს მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჯგუფის Rothschild & Co-ს დელეგაცია ეწვია, რომელმაც ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო.

 

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი საქართველოს მთავრობასა და Rothschild & Co-ს შორის ბრიუსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტისას მოეწერა.

 

დელეგაციას, რომელსაც კომპანიის მმართველი დირექტორი, არიელ მალარდ დე როტშილდი ხელმძღვანელობს, მთავრობის მეთაური დღეს მთავრობის ადინისტრაციაში შეხვდა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ