"ერთადერთი რაც მას შეუძლია, დაჩაგროს თავისზე ღარიბი და პატარა მეზობლები"- გიორგი ქადაგიძე

„დღევანდელ რუსეთს არ გააჩნია არანაირი ფინანსური, სამხედრო თუ ინტელექტუალური რესურსი აწარმოოს თუნდაც საშუალო მასშტაბის და ვადის სამხედრო კამპანია,“-ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„რუსული "დიდება" შედარებისთვის;

 

- რუსეთის ეკონომიკა კომპანია ეფლზე (AAPL) ცოტა დიდია.

 

- რუსეთის მთლიანი სამხედრო ბიუჯეტის ოდენობის თანხას, მაიკროსფტი ქენდი ქრაშის და ქოლ ოფ დიუთის ვიდეო თამაშებში იხდის.

 

- მსოფლიოს ტოპ 200 სასწავლებელში არცერთი რუსული უნივერსიტეტი არ არის. რუსეთში, არცერთ სფეროში, ათწლეულებია არ შექმნილა არანაირი ღირებული ტექნოლოგია.

 

- მსოფლიოში 130-ე კორუფციით, მხოლოდ ჩამორჩენილ აფრიკულ სახელმწიფოებს უსწრებს

 

- რუსეთის ნავთობის მთლიანი ექსპორტის ოდენობის თანხა გაედინება დასავლური ქვეყნების უძრავ და მოძრავ ქონებაში, სადაც ასევე რუსული "ელიტის" შვილები ცხოვრობენ განცხრომაში.

 

დღევანდელ რუსეთს არ გააჩნია არანაირი ფინანსური, სამხედრო თუ ინტელექტუალური რესურსი აწარმოოს თუნდაც საშუალო მასშტაბის და ვადის სამხედრო კამპანია. ცივი ომის იმიტაცია კი, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია თუ რიცხვებს ჩავხედავთ.

 

ერთადერთი რაც მას შეუძლია, დაჩაგროს თავისზე ღარიბი და პატარა მეზობლები, ხელები აფათუროს მათ შიდა პოლიტიკაში, დაარწმუნოს ისინი რომ მათ არაფერი ეშველებათ და მუდამ სიღარიბეში აცხოვროს. სრული მხარდაჭერა უკრაინას, რომელსაც რუსეთი ვერასდროს მოერევა,“-წერს ქადაგიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 

 

 

 

მსგავსი სიახლეები