დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

შვიდი ქვეყანა, რომელიც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში პუტინის მხარეზე დადგება 28.01.2022 16:57

ბრიტანულმა გაზეთმა „დეილი ექსპრეს“-მა (Daily Express)გამოაქვეყნა სტატია სათაურით „რუსეთის მოკავშირეები: შვიდი ქვეყანა, რომელიც ვლადიმერ პუტინის მხარეზე დადგება, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში“ (ავტორი - პიპ მერისონი).

 

„რუსეთმა დასავლეთი შოკში ჩააგდო უკრაინის საზღვართან ასი ათასიანი არმიის განლაგებით. რაც უფრო იზრდება დაძაბულობა, მით უფრო აშკარა ხდება, რომ შეიძლება ვლადიმერ პუტინმა აშშ-სთან და ნატოსთან ომის პროვოცირება მოახდინოს. არიან ქვეყნები, რომლებიც, ალბათ, დასავლეთთან კონფლიქტში რუსეთს მხარს დაუჭერენ“, - წერს ავტორი.

 

„როგორც ჩანს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ნატო იხრება იმისკენ, რომ კიევს ქმედითი დახმარება გაუწიოს. დღეისათვის აშშ-მა უკრაინას უკვე საკმაოდ დიდი „სასიკვდილო ტვირთი“ მიაწოდა, ხოლო დიდი ბრიტანეთი კიევს, თავდაცვის მიზნით, ახლო მოქმედების ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს მისცემს. ეს ნიშნავს, რომ თუ რუსეთი მართლაც გადაწყვეტს უკრაინაზე თავდასხმას, კრემლის ზურგს უკან მტკიცე მოკავშირე ქვეყნების ჯგუფი უნდა იდგეს.

 

აი, რუსეთის ის სავარაუდო მოკავშირეები, რომლებიც, ალბათ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მხარეზე დადგებიან, თუ იგი უკრაინასთან ომს დაიწყებს.

 

„ოდკბ“-ის წევრები: პოსტსაბჭოური სოლიდარობა

 

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ОДКБ) თითქმის ნატოს ანალოგიურად მოქმედებს. ის პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიერ არის დაარსებული და ფაქტობრივად, უსაფრთხოების პაქტად ითვლება. ექვსი ქვეყანა, რომლებიც „ოდკბ“-ში შედის (რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი), წესდების მიხედვით, ერთმანეთის მხარეზე უნდა დადგნენ, რომელიმეზე თავდასხმის შემთხვევაში.

 

მართალია, ორგანიზაცია თავისი წევრების საშინაო პოლიტიკური სიტუაციით არ უნდა იყოს დაკავებული, მათი უმეტესობა ან ყველა ერთად, თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, მსხვილმასშტაბიანი ომის შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინის დახმარებას გადაწყვეტენ და მის ხელისუფლებას გვერდით დაუდგებიან. იგივე პრინციპი იქნა გამოყენებული ამას წინათ ყაზახეთის მიმართაც: რუსეთმა თავისი სამხედრო ქვედანაყოფები, „ოდკბ“-ის სხვა წევრებთან ერთად, ყაზახეთში გაგზავნა, რათა ადგილობრივ მთავრობას ფასების ზრდით გამოწვეული მასობრივი პროტესტების ჩაქრობაში დახმარებოდა.

 

ამიტომაც სავარაუდოდ, ისეთი ქვეყნები, როგორიც ყაზახეთია, ანალოგიურად აღმოუჩენენ სამხედრო დახმარებას თავიანთ მოკავშირე რუსეთს, თუ კრემლი მათ ასეთი თხოვნით მიმართავს.

 

კუბა: 1962 წლის კრიზისის „დეჟა-ვიუ“?

 

რუსეთს, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან, კუბის კომუნისტურ ხელისუფლებასთან  კარგი ურთიერთობა აქვს. ამას წინათ ვლადიმერ პუტინმა და მისმა კუბელმა კოლეგამ მიგელ დიას-კანელმა „სტრატეგიულ პარტნიორობაზე“ ისაუბრეს და ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება გამოაცხადეს. ამ ფაქტმა გააჩინა საფრთხე, რომ კუბას შეუძლია რუსეთის მხარე დაიკავოს და მოსკოვს უფლება მისცეს თავის ტერიტორიაზე ჯარი განალაგოს, აშშ-ის დამუქრების მიზნით. გავიხსენოთ, რომ კუნძული ამერიკასთან ძალიან ახლოს მდებარეობს და 1962 წელს მომხდარი კრიზისული სიტუაცია („კარიბის კრიზისი“) ჰავანას უკავშირდება.

 

ამას წინათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა ტელეკომპანია RTVI-ის ეთერში ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ არ შეუძლია „არც დაადასტუროს და არც გამორიცხოს“ კუბაზე რუსეთის სამხედრო ტექნიკის გაგზავნის შესაძლებლობა, თუ აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები მოსკოვის მოთხოვნას ყურადღებას არ მიქცევენ.

 

უკრაინელი სეპარატისტები: ისევე როგორც 2014 წელს...

 

უკრაინა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო 1991 წლამდე, შემდეგ კი კიევმა მოსკოვისაგან დამოუკიდებლობის მოპოვება შეძლო.

 

მართალია, უკრაინის მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს დემოკრატიას და ევროპისაკენ იყურება - რუსებისაგან განსხვავებით , მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანაში პრორუსული განწყობის მქონე მოსახლეობაც ცხოვრობს. სწორედ ისინი დაუჭერენ მხარს რუსეთს ისევე, როგორც 2014 წელს გააკეთეს ყირიმის ანექსიის დროს.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ