დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ეროვნული მუზეუმი დაკარგულ ექსპონატებზე ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს 28.01.2022 19:29

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს განცხადებას, რომშიც აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა ბრალდება „დაკარგულ“ ექსპონატებზე, ისინი სხვადასხვა მიზეზით გატანილია 1950-იანი წლებიდან 2005 წლამდე, ვიდრე ეროვნული გალერეა ეროვნული მუზეუმის გაერთიანების ნაწილი გახდებოდა.
 
„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ეროვნული მუზეუმის შექმნის დღიდან, ჩვენს გაერთიანებაში შემავალი მუზეუმებიდან, მათ შორის ხელოვნების მუზეუმიდან, არც ერთი ექსპონატი არ დაკარგულა.
 
ეროვნული მუზეუმის მიმართ დღეს ისმის უსაფუძვლო ბრალდება „დაკარგულ“ ექსპონატებთან დაკავშირებით. სინამდვილეში, ექსპონატები სხვადასხვა მიზეზით გატანილია ეროვნული გალერეიდან 1950-იანი წლებიდან 2005 წლამდე, იმ დროს, სანამ ეროვნული გალერეა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანების ნაწილი გახდებოდა.
 
ეროვნული მუზეუმი დღემდე მუშაობს მუზეუმებიდან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, სახელმწიფო ორგანიზაციებსა და კერძო პირებზე გაცემული ექსპონატების მუზეუმებში დაბრუნების პროცესზე. ეროვნული მუზეუმის გუნდის მიერ ეროვნული გალერეის ფონდებს უკვე დაუბრუნდა დროებით გაცემული 552 ექსპონატი, ხელოვნების მუზეუმის ფერწერის ფონდს კი ხუთი“– აღნიშნულია განცხადებაში.

 

ეროვნული მუზეუმი აქვეყნებს ეროვნული გალერეიდან 1992-2005 წლებში სხვადასხვა საელჩოში გასული ექსპონატებისა და 2012-2021 წლებში ეროვნული გალერეის კოლექციებში დაბრუნებული ნამუშევრების ნუსხებს.

 
ამასთან, მუზეუმი ავრცელებს განცხადების ლინკს, რომელიც 2021 წლის 20 მაისს არის გამოქვეყნებული.

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აქტიურად საუბრობს მუზეუმიდან ექსპონატების დაკარგვის თაობაზე. ერთ-ერთი ბოლო განცხადება, რომელიც დაკარგულ ექსპონატებს ეხებოდა, მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა.

 

„ფონდში დაკარგულია 21 ექსპონატი, მათ შორის გიგო გაბაშვილის, ელენე ახვლედიანის და თოიძის ნახატები“, - განაცხადა კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ