დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"სრულ სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინას" - სალომე ზურაბიშვილი 28.01.2022 20:13

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ იმედოვნებს, რუსეთი მის წინააღმდეგ არ მიმართავს აგრესიულ ქმედებას.

 

როგორც მედიასთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, აგრესიულ ქმედებებს შედეგი არასდროს მოაქვს. სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ პროცესები დიალოგის რეჟიმში გადავა.

 

„მინდა, გამოვაცხადო სოლიდარობა უკრაინის მიმართ. იმედი მაქვს, რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც თავის დროზე საქართველოს მიმართ გამოიყენა. ეს ქმედებები არაფერთან არ მიდის, ამას შედეგი არ მოაქვს. დღევანდელი მსოფლიო არის სხვა, მე-20 საუკუნის ქმედებები უკვე ანაქრონულია. ამ ფორმით და ამ მიდგომებით ჩვენ, მთლიანად დემოკრატიული მსოფლიო, ევროპა ვერ დავძლევთ იმ გლობალურ საფრთხეებს, რაც ყველამ ვიცით, რომ არსებობს. ასე რომ, იმედი მაქვს, ყველაფერი გადავა დიალოგის ფორმატში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ