დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

"გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენაზე" - პრეზიდენტი 28.01.2022 20:53

გთხოვთ, რომ გამოვაცხადოთ რაღაც მორატორიუმი სიძულვილის ენაზე,-  ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში შედგა.

 

"თქვენც გთხოვთ რაღაცას, ხომ შეიძლება?! რომ გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენაზე თქვენს არხებზე, ცოტა ხანი მაინც და ვნახოთ რამდენად ეს შვებას მოუტანს ჩვენს საზოგადოებას.

სალომე ზურაბიშვილმა  საზოგადოებასაც მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან. 


"ამაზე პასუხს არ გთხოვთ, გიტოვებთ როგორც თხოვნას. ყველასთვის არის ეს თხოვნა, ასევე საზოგადოებასთან, იმიტომ, რომ სოციალური ქსელი, სადაც ჩვეულებრივი მოქალაქეები გამოდიან არა უფრო სახარბიელო სივრცე არის, ამიტომ ყველასთვის არის ეს ჩემი დიდი მოწიწებული მოთხოვნა," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასასრულს. 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ