დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

"უკრაინა "ტიტანიკი" არ არის - უკრაინა წინ მიდის" - ზელენსკი უკრაინიდან დიპლომატების ევაკუაციაზე 28.01.2022 22:14

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინიდან დიპლომატების ევაკუაციის შესახებ ცალკეული ქვეყნების გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

 

„მივიჩნევ, რომ დიპლომატების ევაკუაცია შეცდომაა. ამას გულწრფელად ვამბობ. არ მაქვს უფლება ვთქვა, რომ ეს პატივცემული სახელმწიფოების მთავრობების შეცდომაა. მივიჩნევ, რომ ეს უკრაინისთვისაა შეცდომა. სიგნალი მივიღეთ, რომ ევაკუირებული პირები პირველი დონის თანამშრომლები არ არიან. ასე არ მივიჩნევ. ასეთ სიტუაციაში ყველა პირველი დონისაა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საელჩოების ყველა თანამშრომელი და დიპლომატი უკრაინაში უნდა იყოს.

 

„ისინი დიპლომატიის კაპიტნები, თავიანთი სახელმწიფოების წარმომადგენლები არიან. ჩვენ ვიცით, რომ კაპიტნები ხომალდს ბოლოს ტოვებენ. უკრაინა „ტიტანიკი“ არ არის. უკრაინა წინ მიდის“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ