დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

რა ქონებას ფლობს კახაბერ ილურიძე, რომელსაც მერიამ ორხევის დასახლებაში უკანონო ნაგებობა დაუნგრია 29.01.2022 00:01

“სამწუხაროა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი სათავისოდ გამოიყენონ,- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში  საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე, ავთანდილ ცინცაძე ორხევის დასახლებაში, უკანონო მშენებლობების დემონტაჟის გამო, მოქალაქეების პროტესტს.

ცინცაძე იმ მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წერს, რომელიც აღნიშნულ პროტესტზე განსაკუთრებით აქტიურობდა.

 

“სამწუხაროა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი სათავისოდ გამოიყენონ, ამით სპეკულირებენ, საზოგადოებრივი სიკეთეებს ითვისებენ და კანონს არღვევენ, როდესაც რეალურად საამისო არაფერი უჭირთ.
ეს არის იმ ადამიანის ქონების ჩამონათვალი, რომლის მიერ უკანონოდ აშენებული ნაგებობის დემონტაჟი მოხდა დღეს დილით ორხევში, მერიის საკუთრებაში არსებულ რეკრეაციულ ზონაში.
სინამდვილეში ამ ადამიანს აქვს ორი ბინა ვაკეში და სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 160 000 დოლარი აქვს მიღებული.

სოციალური შეჭირვებით სპეკულაცია და ასეთი არაკეთილსინდისიერი მიდგომა სახელმწიფოსადმი კიდევ უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე უბრალოდ უკანონო მშენებლობა.

ეს არის კახა ილურიძის ქონების ჩამონათვალი:

1) ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. N37, კორპ. 4ა-ში მდებარე ბინა N85 (თანასაკუთრება – სვეტლანა გაფრინდაშვილი, თორნიკე ილურიძე და გიორგი ილურიძესთან)
2) ქ. თბილისში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქ. N12ვ-ში მდებარე ბინა N9
3) ქ. თბილისში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქ. N12ვ-ში მდებარე ავტოპარკინგი N4”, – წერს ავთანდილ ცინცაძე.

შეგახსენებთ, თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ დღეს, 28 იანვარს, დილით ორხევში რამდენიმე სახლი დაანგრია. ინსპექცია ამბობს, რომ ეს შენობები უკანონოდ იყო აშენებული. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. ინსპექციაში თქვეს, რომ იქ არავინ ცხოვრობდა, თუმცა მოქალაქეები ამას უარყოფენ.


შეგახსენებთ, თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ  28 იანვარს, დილით ორხევში რამდენიმე სახლი დაანგრია. ინსპექცია ამბობს, რომ ეს შენობები უკანონოდ იყო აშენებული. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. ინსპექციაში თქვეს, რომ იქ არავინ ცხოვრობდა, თუმცა მოქალაქეები ამას უარყოფენ.


ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ