დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"სააკაშვილის შეწყალება იქნება არა დეპოლარიზაციის, არამედ ზეპოლარიზაციის საბაბი"- პრეზიდენტი 29.01.2022 02:32

საზოგადოებამ უკვე დაინახა, რომ როდესაც მიმაჩნდა, შეიძლებოდა, დეპოლარიზაციის მიმართულებით გადამედგა ნაბიჯი, რაც არ უნდა მტკივნეული და სენსიტიური ყოფილიყო, ის ნაბიჯი გადავდგი. ამ შემთხვევაში, მთავარია, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, ასეთი ნაბიჯი დღეს იქნება ზეპოლარიზაციის საგანი, – განაცხადა  საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

კითხვაზე, გადახედავს თუ არა  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის  შეწყალებასთან დაკავშირებით საკუთარ განცხადებას „არა და არასდროს“, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ სიტყვას ასრულებს.

„სიტყვას საერთოდ ვასრულებ და მგონი არავინ არის, ვისაც შეუძლია თქვას, რომ სიტყვა არ შემისრულებია, ესეც არის ნდობის მომენტი. სწორედ იმ სამ მაგალითზე {უგულავა, ოქრუაშვილი, რურუას შეწყალება} დაყრდნობით დაინახა საზოგადოებამ, რომ როცა ვთვლიდი ოდნავ დეპოლარიზაციის მიმართულებით შეიძლებოდა ნაბიჯი გადამედგა, რაც არ უნდა მტკივნეული თუ სენსიტიური ყოფილიყო, ის ნაბიჯი გადავდგი.

 

ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, ასეთი ნაბიჯი იქნება ზეპოლარიზაციის საბაბი და არა დეპოლარიზაციის, ამაში ვინმე თუ გადამარწმუნებს... მაგრამ არ მგონია. თვით სააკაშვილის დაბრუნება იქნა პოლარიზაციის და ზეპოლარიზაციის ერთ-ერთი ნაბიჯი, მე არაფერს გავაკეთებ, რაც დამატებით პოლარიზაციისკენ წაიყვანს ამ ვითარებას“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

 პრეზიდენტმა გამოსავლის გზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „თუ გვჯერა დემოკრატიის, უნდა გვჯეროდეს საზოგადოების ხმის“.

 

„ვინაიდან, როგორც ჩანს,  ჩიხიდან ვერ გამოვდივართ, უნდა გავიდეთ საზოგადოების გზით. თუ გვჯერა დემოკრატიის, უნდა გვჯეროდეს საზოგადოების ხმის“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

შეწყალებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა კიდევ ერთ კითხვას, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრისას ხომ არ ყოფილა მიხეილ საკააშვილის შეწყალებაზე ულტიმატუმი ან რაიმე პირობა.

 

„ნათლად ვთქვი, რომ საზოგადოებას არ სჭირდება რომელიმე პოლიტიკური ძალის თანხმობა ამ პროცესზე. ეს პროცესი დაიწყება და დაწყებულიცაა. მგონია, რომ თვით პროცესი აიძულებთ პოლიტიკურ პარტიებს, იყვნენ ნაწილობრივ მაინც ჩართული. პროცესი თუ წარმოადგენს საზოგადოებას, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ საზოგადოების წინააღმდეგ გამოვიდეს. ამიტომ, არც გამიგია რაიმე წინაპირობა, ნათქვამიც მქონდა, რომ წინაპირობებს არც ერთისგან არ ვღებულობდი და ეს არ იყო ჩვენი შეხვედრების მიზანი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ